ავტორი:

"სტადიონის გარეთ ჩვეულებრივი გოგო ვარ" - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე მორაგბე გოგონა, რომელიც ქვეყნის ნაკრებში თამაშობს

"სტადიონის გარეთ ჩვეულებრივი გოგო ვარ" - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე მორაგბე გოგონა, რომელიც ქვეყნის ნაკრებში თამაშობს

მარიამ გოგუაძე "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი გახლდათ, ოღონდ, მეორე ტური ვერ გადალახა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ მღერის, მეტიც, სურვილი ჰქონდა პროექტი მოეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა მოგება ხომ ნებისმიერი მონაწილის სურვილია და ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ მარიამი სხვა კონკურსანტი გოგოებისგან ნამდვილად იმით განსხვავდება, რომ მორაგბეა. რაგბის თამაშის სურვილი 2 წლის წინ გაუჩნდა. მანამდე ჩოგბურთელი და მძლეოსანი იყო. "მერე მეგობარმა მითხრა, რომ რაგბიში ისეთი გოგონები სჭირდებოდათ, რომლებსაც სირბილი შეუძლიათ და ყველა იმ სიმძიმის დაძლევა, რასაც რაგბი ითხოვს... მოკლედ, რომ მივედი, რაგბიც გამომივიდა და დავრჩი, განვავითარე ყველაფერი - ვარჯიშისას არც "შტანგის" აწევა, დაჯახება ყოფილა რთული...

- რა სპორტია რაგბი ასეთი, რომ გოგოებიც ინტერესდებით?

- "შვიდქალა" ეროვნული ნაკრებია, რომლის წევრიც ვარ. ისეთი ჯახი, როგორც ბიჭებშია, ჩვენთან არ არის, უფრო აზროვნება გვიწევს, მიმაჩნია, რომ რაგბი ძალისმიერი სპორტია, დაჯახება გვიწევს, მაგრამ ხომ ვამბობ, უფრო მეტი აზროვნება გვინდა.

- რა მოგიტანა ამ სპორტმა?

- უპირველესად ის, რომ გუნდში მაგარი ადამიანები გავიცანი, საკუთარ თავში მეტად დამარწმუნა და მივხვდი, რომ ისეთი სპორტია, რომელიც გოგოსაც შეუძლია ითამაშოს, საკუთარი თავი გამოხატოს. დღემდე ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებად მიგვიჩნევენ, მაგრამ მე ასე არ ვთვლი, ძალიან ძლიერები ვართ. ეს სპორტშიც ჩანს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

- შეყვარებულს მოსწონს შენი მორაგბეობა?

- ჩემი შეყვარებულიც მორაგბეა, ოღონდ, ახლა აქ არ ცხოვრობს, დროებით უცხოეთშია და სპორტისთვის თავი აქვს დანებებული. ასე რომ, შეყვარებულიც ყოველმხრივ გვერდში მიდგას.

- ეს სპორტი გოგოს არ აუხეშებს?

- არა, მორაგბის გასაკეთებლი რაც არის, იმას სტადიონზე აკეთებს. სტადიონის გარეთ ჩვეულებრივი გოგო ვარ - ჩვეულებრივად მოსაუბრე, ჩაცმული...

- სპორტსმენი ხარ, მაგრამ მღერი კიდეც და ამ საქმეშიც წარმატების მიღწევა გინდა. ამაზე რას გვეტყვი?

- საერთოდ, ბავშვობიდან ძალიან მინდოდა, დიდ სცენაზე დავმდგარიყავი. ისეთივე წარმატებისთვის მიმეღწია, რასაც ჩემი საყვარელი მომღერლები წლების განმავლობაში აღწევდნენ. ჩემი აზრით, დიდი ხანი არ სჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი გამომივიდეს, ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ და მაინც მივაღწევ! "ევროვიზია" კიდევ უფრო დიდი წარმატების მისაღწევი ასპარეზია, ოღონდ, იქ ძნელი გზა არის გასავლელი, თუმცა თუ შეეცდები, ყველაფერი გამოვა.

- ვოკალში ოდესმე თუ მომზადებულხარ?

- არასდროს მყოლია ვოკალის პედაგოგი და ამ მიმართულებით ვოკალში მართლაც დასახვეწი ვარ. არ ვამბობ იმას, რომ საუკეთესო ვარ. მაქვს რაღაც პლუსები, რომელიც ქართულ სცენას სჭირდება.

* * *

მარიამი ამბობს, რომ საქართვლოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და სპორტული რეაბილიტაციის ფაკულტეტზე სწავლობს. "მოკლედ, სპორტის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია. ბევრ რამეს ვასწრებ, კიდევ რაგბის თამაშზე კომისარიც ვარ. ამასთან, ჩვენთან ბაზაზე რეაბილიტაციის ცენტრია, სადაც სპორტსმენებს სარეაბილიტაციო ვარჯიშებით ვმკურნალობთ და იქ ასისტენტი ვარ. რა ინტერესიც მაქვს, ყველაფერს ვიკმაყოფილებ. რაღაც შეზღუდვები ჩემთვის არ არსებობს," - დასძენს 20 წლის მშვენიერი და მიზანმიმართული მარიამი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კონკურსს გამოეთიშა, იმედს არ კარგავს და სამომავლოდ მსგავს კონკურსში კიდევ სცდის ძალებს: "ჩემი დროც მოვა და მეც აუცილებლად გავხდები ცნობილი და დავრწმუნდები საკუთარ შესაძლებლობებში, რომ მეც რაღაც შემიძლია".

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს