ავტორი:

აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი დღეს შეივსება - რას აცხადებენ პირბადეების მარაგზე ჯანდაცვის სამინისტროში

აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი დღეს შეივსება - რას აცხადებენ პირბადეების მარაგზე ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ და მარაგი დღეს შეივსება. რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება.

რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. მათივე განმარტებით, მარაგების შესავსებად ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყების დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს დაეხმაროს.

ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუს" დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი განცხადებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

"აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ