ავტორი:

ქართველი მსახიობი ყველაზე პოპულარულ ამერიკულ სერიალში ითამაშებს

ქართველი მსახიობი ყველაზე პოპულარულ ამერიკულ სერიალში ითამაშებს

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ სერიალში - "გრეის ანატომიაში" ითამაშებს. ამის შესახებ მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და გადასაღები მოედნიდან ფოტოსაც ავრცელებს:

"დიდი დღე! გრეის ანატომია" - წერს ირაკლი ფოტოზე, სადაც კიდევ ერთ მსახიობთან ნომტოიბაიარ ნობასთან ერთად არის ასახული.

"გრეის ანატომია" ყველაზე მაღალრეიტინგული ამერიკული დრამაა და ამერიკელების საყვარელი სერიალების ხუთეულში შედის. შოუ 2005 წლიდან გადის ABC-ის ეთერში და უკვე მეთოთხმეტე წელია არ ბეზრდება მაყურებელს. "გრეის ანატომია" ქართველი მაყურებლისთვისაც კარგად ნაცნობია.

26 წლის ირაკლი გრძელიშვილი ორი წელია აშშ-ში ცხოვრობს და ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლობს, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს.

მსახიობის პროფესიის მიმართ ინტერესი 15 წლის ასაკიდან დაეწყო, როცა თეატრალურ სკოლა-სტუდია "ბერიკებში" მივიდა და რეჟისორ გოგი თოდაძეს შეხვდა:

"ჩემი პროფესიული კარიერა აქედან დაიწყო," - იხსენებს ახალგაზრდა მსახიობი AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში. მანამდე, 6 წლის ასაკში ირაკლი გრძელიშვილი ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელაში მღეროდა. 18 წლისამ კი ფეხი დიდ სცენაზე შედგა და რუსთაველის თეატრში დადგმულ "პატარა უფლისწულში" მთავარი როლი შეასრულა. ამას მოჰყვა გიორგი მაჭარაშვილის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი "მეტამორფოზა."

შემდეგ საქართველოში ჩატარებულ მაჩაბლის კონკურსზე, რომელიც თეატრალურ დასებს შორის გაიმართა, მამაკაცის საუკეთესო როლის შემსრულებლის ტიტული მიიღო წაიკითხეთ ვრცლად ირაკლი გრძელიშვილთან ინტერვიუ

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს