ავტორი:

"ვმუშაობთ გრიპზე და ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე..." - რას წერს "ფეისბუქზე" ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი

"ვმუშაობთ გრიპზე და ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე..." - რას წერს "ფეისბუქზე" ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი

ბოლო პერიოდში ღორის გრიპთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში და სხვადასხვა საეჭვო საიტებზე უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება ვირუსულად. მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ ღორის გრიპი თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიიდან განგებ გაავრცელეს. ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე "ფეისბუქის" პირად გერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა, პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე. ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით, ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე - უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს, რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ-ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია.

უფრო მეტიც, როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში - ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა", - წერს ლაბორატორიის თანამშრომელი.

შეგახსენებთ, რუსული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები "საიდუმლო ექსპერიმენტებს" ატარებენ ადამიანებზე.

გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი

როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - საინტერესო დეტალები ედუარდსა და ადინაზე, რომელიც ძალიან ჰგავს დედამთილს

"თავისით გამოისახა ჯვარიც და ზეთი წამოვიდა..." - რა მოხდა თიკა მახალდიანის სახლში დედის ორმოცამდე რამდენიმე დღით ადრე

როგორ გვილოცავენ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტები - "საქართველო ჩემს გულშია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები!"