ავტორი:

ჯვრის მონასტერში აღარავის უშვებენ - რატომ დაკეტა წინამძღვარმა ტაძარი ვიზიტორებისთვის

ჯვრის მონასტერში აღარავის უშვებენ - რატომ დაკეტა წინამძღვარმა ტაძარი ვიზიტორებისთვის

მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს დილიდან მომლოცველებს და ტურისტებს დაკეტილი დახვდათ. ჩაკეტილია როგორც მონასტერის ეზოში შესასვლელი, ასევე ტაძრის კარიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ბერებმა მიიღეს. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ბერებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც სავაჭრო ჯიხურებია ჩადგმული, სურთ კელიის აშენება, რისი საშუალებაც მათ ამ დრომდე არ მიეცათ და პროტესტის ნიშნად მიიღეს ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება.

აღნიშნულმა ფაქტმა ასევე უკმაყოფილება გამოიწვია მომლოცველებსა და ტურისტების ნაწილში, რომლებიც ტაძარში შესვლას დილიდან ვერ ახერხებენ, თუმცა ნაწილი ტაძრის ეზოში კლდოვანი ფერდობიდან გადასვლას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფერდობი შემოსაზღვრულია ღობით, ხოლო იქ გადასვლა აკრძალულია.

მონასტრის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე არ იმყოფებიან სასულიერო პირები.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული გადწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო.

მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან.

„მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამძღვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ