ავტორი:

"მამაჩემს ქართული ესტრადისთვის ბევრი გაუკეთებია, სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს" - რა სწყინს ცნობილი მამის შვილსა და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტს

"მამაჩემს ქართული ესტრადისთვის ბევრი გაუკეთებია, სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს" - რა სწყინს ცნობილი მამის შვილსა და "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტს

დიმა კობეშავიძე მასობრივად სხვადასხვა მეგაპროექტით გაიცნეს. როგორც გაირკვა, ამჯერად "საქართველოს ვარსკვლავში" მონაწილეობს, ეს მისი მესამე პროექტია და მიაჩნია, რომ "ევროვიზიაზე" სწორედ ის წავა და ამ კონკურსში ამიტომ მივიდა.

"ეს არის პროექტი, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიაზე" უნდა გაემგზავროს, ამან მიმიზიდა, თორემ სხვა კონკურსებშიც მიმიღია მონაწილეობა," - ამბობს და დასძენს, რომ მუსიკოსისთვის მთავარია, სცენაზე დგომის გამოცდილება ჰქონდეს, რაც საქართველოში მომღერლებიდან ძალიან ცოტას აქვს, რადგან ამის საშუალება არც ეძლევათ.

"მადლობას ვუხდი ამ კონკურსებს არსებობისთვის, რადგან სასცენო გამოცდილება მე აქ მივიღე," - აღნიშნავს დიმა, რომლის ცხოვრებაშიც მუსიკა ოჯახიდან დაიწყო, - "ჩემი მუსიკასთან ურთიერთობა ცხადია, ოჯახიდან, მამისგან მომყვება. თავიდან სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომ დავამთავრე, პროფესიულად მუსიკაში გადმოვინაცვლე, თუმცა ამ სფეროში პროფესიული ინტერესები 16 წლის ასაკში გამიჩნდა... ახლა ჩემი ბენდი მყავს და ვარ მხოლოდ მუსიკით დაკავებული, ვატარებთ კონცერტებს, ვასრულებთ ჩემს პირად სიმღერებს, ვუკრავთ კორპორატიულ წვეულებეზე, მაგრამ უმეტესად გვინდა, რომ ჩვენი მუსიკით ვიყოთ ცნობილები, თან, კარგია, რომ "ევროვიზიაზე" საკუთარი სიმღერის შეთავაზებისა და წარდგენის შესაძლებლობა არსებობს".

- მიგაჩნია, თუ არა, რომ კონკურსებმა, რომელშიც მონაწილეობა მიგიღია, გაგიხსნათ გზა იმისკენ, რასაც ახლა აკეთებ?

- კი, შეიძლება ითქვას, ამ კონკურსებმა მომცა ძალა, ვოკალურად გავძლიერებულიყავი, შემდგარი ვყოფილიყავი, თუნდაც ამ ახალი კონკურსისთვის.

- მამა, მუსიკოსი ზურაბ კობეშავიძე როგორ გაფასებს?

- მამა არასდროს მაფასებს, რადგან ცხოვრებაში არაფერი უთქვამს. დიახ, რომ კარგი გამოსვლა მქონდა, - ეს მისგან არასდროს მომისმენია. მამაჩემი ჩემ მიმართ ძალიან კრიტიკულია, ჰგონია, რომ ქება წყენს და არ მაქებს. თუმცა მისი ერთი სიტყვაც კი შექებას ნიშნავს.

- არ გიკითხავს, რატომ არ გაქებს და იქნებ ეს შენთვის სტიმული იყოს?

- მითქვამს, მაგრამ მას ეს არ აინტერსებს. ამასთან შეგუება პატარაობაში უფრო რთული იყო, მაგრამ ახლა უკვე მიჩვეული ვარ.

- თავად როგორ აფასებ მას როგორც მუსიკოსს?

- ქართულ მუსიკაში იმდენი გაუკეთებია და იმდენი წელი აქვს ქართულ ესტრადაზე გატარებული, რომ მართლა სამწუხაროა, რომ არავინ აფასებს, არავინ უყურებს თუნდაც იმას, რომ დღეს უკვე ბევრი შემდგარი მომღერალი სცენაზე მისი დაყენებულია. მწყინს, რომ მამა ამ ქვეყანაში არ არის აღიარებული, მაგრამ ჩემზეა დამოკიდებული, კობეშავიძეებზე უფრო მეტი ჩემი საქმიანობით გაიგონ და ამას შევძლებ.

- ხასიათით მას არ გავხარ?

- საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს ხასიათებით. თუმცა მისი ფრაზა, რომელსაც სულ ამბობს, "ფარხმალი არასდორს დაყარო", მუდმივად მახსოვს.

- "საქართველოს ვარსკვლავი" განსხვავებული კონკურსია მათგან, რაც ჩვენთან ჩატარებულა, რადგანაც ცნობილ მომღერლებთან ერთად, უცნობებიც მონაწილეობენ. არ ფიქრობ, რომ თქვენ სერიოზულ კონკურენციას გაუწევთ დამწყებებს?

- რომ ვყოფილიყავი დამწყები მომღერალი და რომ მცოდნოდა, "ევროვიზიაზე" წასვლაა მთავარი, რა თქმა უნდა, მივხვდებოდი, რომ იქ გამოვიდოდნენ ცნობილი მომღერლები...

- გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიღაც სრულიად უცნობსა და დამწყებში აღმოჩნდეს ისეთი მონაწილე, რომელიც მაყურებელს გააოცებს?

- კი და ამიტომაც არ დაუკეტავთ გზა არავისთვის, არც ახალბედებისთვის და არც ცნობილებისთვის. თუმცა პროექტს ბევრი გამოცდილი უკვე გამოეთიშა. ასე რომ, მიდის კონკურენცია და გამოცდილებას მნიშვნელობა არ აქვს.

- "ევროვიზია" მიზანია, მაგრამ მანამდე გზა ხომ უნდა გაიარო. როგორ აპირებ ამ გზის გავლას?

- პირველ რიგში, ჩემი ყოველი გამოსვლა უნდა იყოს საუკეთესო! ესაა მთავარი. დიახ, ყოველი გამოსვლა უნდა იყოს ისეთი, როგორც ბოლო და ვნახოთ.

- წახვალ "ევროვიზიაზე"?

- აუცილებლად! და ჩემს კონკურენტებს ყველას წარმატებები მინდა, ვუსურვო.

- წონაში სერიოზულად დაგიკლია... ე.ი. გარეგნობაზეც ზრუნავ.

- 40 კილო დავიკელი. ეს იყო შიმშილიც, დიეტაც და ყველაფერი 6 თვეში მოხდა. დაკლებას კიდევ ვაპირებ, რადგანაც კონკურსის მსვლელობისას ჩემს გეგმაში არ არის მსუქანი ვიყო, შესაბამისად დიეტა ალბათ კიდევ მომიწევს...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს