ავტორი:

რას აცხადებენ "ყაზტრანსგაზ თბილისში" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

რას აცხადებენ "ყაზტრანსგაზ თბილისში" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

"ყაზტრანსგაზ -თბილისი" დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდან იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ