ავტორი:

"შეგიფარებთ, დაგაპურებთ, გაგათბობთ..." - აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას ასობით ადამიანი სთავაზობს

"შეგიფარებთ, დაგაპურებთ, გაგათბობთ..." - აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას ასობით ადამიანი სთავაზობს

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს დახმარებას „ფეისბუქის“ მომხმარებლები მთელი ღამის განმავლობაში სთავაზობდნენ. ჯგუფში „დიდი დიღომი“ დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. დაზარალებულებს სთავაზობდნენ თავშესაფარს, ბავშვებისთვის - სათამაშოებს და თბილ გარემოს, საკვებს, საჭიროების შემთხვევაში კი - სისხლს.

"მეგობრებო, ვისაც პატარა გყავთ სიამოვნებით გიმასპინძლებთ. 10 თვის ბავშვი მყავს, შემიძლია კვება და მოვლა უზრუნველყო. მეც დედა ვარ და მესმის რა რთულ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ. დღეს, დილიდან გაზი არ იყო ჩემ მისამართზე და რომ აღდგა მიწოდება, მეგონა, კორპუსი აფეთქდებოდა და ჩემი შვილი გულში ჩავიკარი... მე მოვუვლი თქვენ პატარას და დაგასვენებთ ერთი დღით. პატარა სახლი მაქვს, ამიტომ რომელიმე დედა-შვილს ვუმასპინძლებ. გადაეცით, ვისაც კონტაქტი აქვს დაშავებულებთან..." - მაკო დარსალია.

"გადავალაგე გაუხსნელი თეთრეული, პლედები, უხმარი ჭურჭელი, რაც შევძელი, და სად მივიტანო. კადრებში ჩანდა განადგურებული სახლები და იქნებ ვინმეს გამოადგეს," - ნინო გელდიაშვილი.

"მაქვს პირველი უარყოფითი სისხლი რომელიც იშვიათია თუ რომელიმე დაზარალებულს სჭირდება გადავუსხამ იმდენ რაოდენობას რომ მეც ცოცხალი დავრჩე. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახებს ეს მარტო თქვენი კი არა არამედ ჩვენი გულის ტკივილიც არის," - გიორგი მარგიანი.

"კორპუსთან ვარ პირველადი დახმარების ყუთით და წყლით. ვინმეს თუ რამე დახმარება გჭირდებათ, შემეხმიანეთ. არც დასარჩენია პრობლემა და არც არაფერი," - გიორგი კობიძე.

"არაფრით სხვებისგან გამორჩეული არ ვიქნები, ვუერთდები სხვა ადამიანებს და ყოველგვარი მორიდების გარეშე, შემიძლია ვუმასპინძლო და დავაბინავო 4 ადამიანი, ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენი სტუმრობა, არავის მოგერიდოთ. ვცხოვრობ ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე (ფიქრის გორა) განსაკუთრებით სიხარულით ბავშვიან ოჯახებს ვუმასპინძლებ, რადგან სახლში მაქვს უამრავი ბავშვის სათამაშოები და სხვა გასართობები. მართლა არავის მოგერიდოთ. ერთად ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება!"

კორპუსთან, სადაც აფეთქება მოხდა, დღეს მოსახლეობა შეკრებას გეგმავს. უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოსახლეობა ავთანდილის ქუჩაზე სანთლებსა და ყვავილებს მიიტანს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ