ავტორი:

"ქალაქი ნაღმზე ზის..." - რას ჰყვება "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე

"ქალაქი ნაღმზე ზის..." - რას ჰყვება "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე

„ქალაქი ნაღმზე ზის - კომპანიებმა მოსახლეობისთვის უსაფრთხო გაზმომარაგება უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავ გვექნება აფეთქებები“.

ამის შესახებ "ყაზტრანსგაზ თბილისის" დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი “კვირის პალიტრასთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს საუბრობდა და ხელისუფლებას არსებული საფრთხის შესახებ აფრთხილებდა.

თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა თბილისში. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა, სპეციალისტების თქმით, ვერავის ბრალეულობა ვერ დადგება, რადგან გაზმომარაგების სისტემა ქვეყანაში კანონისა და რეგულაციების მიღმაა, შესაბამისად, არავინ არის უსაფრთხო გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი და აფეთქების რისკის ქვეშ, ფაქტობრივად, მთელი თბილისი დგას.

როგორც სიმონიშვილი 2018 წლის ნოემბერში „კვირის პალიტრასთან“ აცხადებდა, ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მიწერა პარლამენტს, ენერგეტიკის სამინისტროსა და გარემოს დაცვის მინისტრს. ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის მოადგილესაც ყველაფერი დეტალურად აუხსნა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ