ავტორი:

"შენობა ექსპლუატაციაში არ იყო, მაშინ რატომ მიეწოდებოდა გაზი?!" - ვის პასუხისმგებლობას ხედავენ სპეციალისტები დიდი დიღმის აფეთქებაზე

"შენობა ექსპლუატაციაში არ იყო, მაშინ რატომ მიეწოდებოდა გაზი?!" - ვის პასუხისმგებლობას ხედავენ სპეციალისტები დიდი დიღმის აფეთქებაზე

„პასუხისმგებლობა ბევრს აკისრია…“- ასე გამოეხმაურა დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარ აფეთქებას „ყასტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“.

„უამრავი შეკითხვაა. შენობა ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული და რატომ მიეწოდებოდა გაზი. რატომ გაჟონა ბუნებრივმა აირმა ან ვინ დაამონტაჟა? შეიძლება მონტაჟი სწორად გაკეთდა, მაგრამ რადგან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ვინმემ მილი დააზიანა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ გაზს ზედმეტად მძაფრი სუნი აქვს, ხოლო ზოგჯერ არა, რადგან იგივე ქსელი კვებავს იმ სადგურებსაც, სადაც გაზზე მომუშავე ავტომობილებს ტუმბავენ და ისინი ითხოვენ, რომ სუნი არ ჰქონდეს. ის ინფორმაციაც ვრცელდება ხოლმე, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაციას აქვს აპარატი გაფუჭებული, რომელიც გაზის ოდორიზაციას ახდენს (სწორედ ოდორიზაცია აძლევს სუნს გაზს) და ხან მეტი სუნი აქვს ბუნებრივ აირს, ხან ნაკლები. შესაბამისად, გაზის კომპანიებიც მიეჩვივნენ, რომ გაზის გაჟონვა შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ თუ ოდორანტი ნორმაზე მეტია, სუნს მაინც ძლიერად აყენებს. ამიტომ ადგილზე მისვლისას რაღაცას შეამოწმებენ და ფიქრობენ, რომ ოდორანტის ბრალი იქნება. მოქალაქეთა გამოძახების შემდეგ შემთხვევის ადგილზე სპეციალური აპარატურით რომ მისულიყვნენ, რომელიც პროცენტულობას აჩვენებს თუ რამდენია მეთანის კონცენტრაცია, 100%-ით იპოვიდნენ პრობლემას,“-აღნიშნა სიმონიშვილმა „საქმეში“. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ