ავტორი:

"ბავშვის სათამაშოები იყო მიმოფანტული, ემოციურად ძალიან იმოქმედა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილას პირველი მივიდა

"ბავშვის სათამაშოები იყო მიმოფანტული, ემოციურად ძალიან იმოქმედა" - რას ჰყვება მაშველი, რომელიც აფეთქების ადგილას პირველი მივიდა

მთელი საქართველო აატირა დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, რომელსაც 4 ადამიანის - ლევან დავლაძის, დების ნათია და ნინო ციცვიძეების და ნათიას პატარა ვაჟის - ნიკუშას სიცოცხლე ემსხვერპლა. ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე პირველები მაშველები მივიდნენ. ემოციურად ძალიან მძიმე მოსასმენი იყო გლდანი-ნაძალადევის ოცმეთაურის, არჩილ ჯაფარიძის მონათხრობის მოსმენა. ის ერთ-ერთი პირველი მივიდა თავის ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილზე და გამთენიის 5 საათამდე მუშაობდა. მან და მისმა კოლეგებმა ბევრი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და თავიანთი თვალითნახეს, ის უმძიმესი ვითარება, რაც იქ ტრიალებდა.

არჩილ ჯაფარიძე:- შემოვიდა შეტყობინება მომხდარ აფეთქებაზე და მაშინვე გავეშურეთ შემთხვევის ადგილისკენ. პირველადი ინფორმაციით, კორპუსში ხანძრის ნიშნები არ იყო, მაგრამ სიტუაცია იყო ძალიან მძიმე. როცა შევდიოდით შენობაში, პირველი რაც ვნახე, სადარბაზოში, პირველ სართულზე დაბლა დაგდებული ახალგაზრდა მამაკაცი იყო. მას მაშინვე პულსი გავუსინჯე... გული არ უცემდა, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო, როგორც შემდეგ გაირკვა, იგი მეექვსე სართულიდან გადმოეგდო აფეთქებით გამოწვეულ წნევას. მივიწევდი ზევით, შემთხვევის ადგილისკენ და ვხვდებოდი, რომ საშინელი მდგომარეობა იყო... კორპუსის მეექვსე სართული მთლიანად დანგრეული იყო, თითქმის არც ერთი კედელი არ ჰქონდა შერჩენილი ბინებს...

არჩილ ჯაფარიძე

ოთახები, ფაქტობრივად, აღარ იყო. ბინის შესასვლელთან ქალბატონი ვნახეთ, ზემოდან ეყარა ნანგრევები, ბიჭებმა სასწრაფოდ გადავწყვიტეთ ნანგრევები მოგვეშორებინა, იმედს არ ვკარგავდით, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ არანაირი სიცოცხლის ნიშანი არ ჰქონდა. ნანგრევებს თავი სასიკვდილოდ დაეზიანებინა...

იმ ადგილას, სადაც მანამდე საძინებელი ოთახი იყო, საწოლებთან ახლოს მეორე ახალგაზრდა ქალი ვნახეთ. სამწუხაროდ, არც მისი პულსი ისინჯებოდა. მის ცხედართან მიმოფანტული იყო ბავშვის სათამაშოები და ტანსაცმელი, ამან ემოციურად ძალიან იმოქმედა. იმის შეგვეშინდა ხომ არ იყვნენ ბინაში ბავშვები, ძებნა დავიწყეთ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ პატარები ჩვენს მისვლამდე გამოეყვანათ.იყო საშინელი პანიკა, ყვირილი, ყველა მხრიდან ხალხი შველას ითხოვდა, ძნელია გადმოსცე ის რეალობა სიტყვებით, რაც იქ ხდებოდა, ბიჭებს ვუთხარი დაგვეწყო შენობის ევაკუაცია და დავიწყეთ ბინებიდან ხალხის გამოყვანა. არ ვიცოდით თვითონ შენობა რა მდგომარეობაში იყო და იყო თუ არა შენობის ჩამონგრევის საშიშროება.

- ხალხი ბინებში იყო ჩაკეტილი?

- მესამე სართულიდან მექვსე სართულამდე არც ერთ სახლს კარი არ ჰქონდა, მაგრამ მეექვსე სართულის ზემოთ, ძირითადად კარები იყო გაჭედილი და არ იღებოდა, ხალხი შიგნით იყო დარჩენილი, ბინებიდან ვერ გამოდიოდნენ. მეექვსე სართულიდან ზევით დავიწყეთ სვლა, მეშვიდე თუ მერვე სართულზე ვიპოვეთ პატარა გოგონა, იქნებოდა 4 წლის, მარტო იყო და ისტერიულად ტიროდა, ერთ-ერთ მაშველს ვუთხარი, რომ ბავშვისთვის მიეხედა. ხელში აიყვანა, გულში ჩაიკრა და ისე ჩაიყვანა ქვევით სამაშველო მანქანასთან. ახლა მისი მშობლების ძებნა დავიწყეთ. ბავშვს არ ჰქონდა არანაირი დაზიანება, უბრალოდ შეშინებული იყო. მალევე ვიპოვეთ ბავშვის დედაც... იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ