ავტორი:

"დედ-მამამ თანხა ისესხა და ისე გამიშვეს ამერიკაში" - ცნობილი ფერმერი ქალის 100 დოლარით დაწყებული ისტორია

"დედ-მამამ თანხა ისესხა და ისე გამიშვეს ამერიკაში" - ცნობილი ფერმერი ქალის 100 დოლარით დაწყებული ისტორია

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ფერმერულ მეურნეობას ყიდის.

"8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი. ბევრი გამოწვევა იყო.. მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი. დაიწყო ახალი ერა - სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდა. რატომ? - ამაზე პასუხი არ მაქვს. ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლა მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ეხლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, ყველაფერს - რასაც შევწირე თავი, რის გამოც სოფელში გადავედი საცხოვრებლად და შვილები ფაქტობრივად დედის გარეშე დავტოვე, რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი, ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!" - დაწერა ზამბახიძემ.

საკუთარ ბიზნესისტორიაზე, მთავარ პრინციპებსა და იმაზე თუ რატომ გადაწყვიტა თბილისელმა გოგონამ სოფლის მეურნეობის განვითარება, ნინო ზამბახიძემ 2015 წელს გადაცემაში "ბიზნეს PRESS"-ი ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

- ყველაფერი დაიწყო 1995 წელს, როდესაც თქვენ, სულ რაღაც 100 დოლარით ამერიკაში წახვედით. შემდეგ რა მოხდა?

- ნამდვილად ასე იყო. მე, სამწუხაროდ, იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც განათლების მიღების საშუალება საქართველოში არ ჰქონდა, მძიმე პირობებში გვიწევდა ცხოვრება. დედ-მამამ შეაგროვა თანხა, ისესხეს და 100 დოლარით ამერიკაში გამიშვეს. სიმართლე გითხრათ, ალბათ ეს ყველაზე კარგი წლები იყო. მაშინ გავბრაზდი ჩემს ქვეყანაზე, როდესაც ვნახე იქ როგორ ცხოვრობდნენ და ეს შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა. ვფიქრობდი დავრჩენილიყავი, მაგრამ მამაჩემის დაჟინებული თხოვნით, საქართველოში დაბრუნება მომიწია. სულ მეუბნებოდა, თუ რამეს აკეთებ, უნდა გააკეთო შენი ქვეყნისთვის და რასაც უცხოეთში მიიღებ, შენს ქვეყანას უნდა მოახმაროო. ამ პერიოდში მეწარმეული სულისკვეთება სულ მქონდა და მერე უფრო გამომიმუშავდა. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მუშაობა აუდიტორულ კომპანიაში დავიწყე, მარკეტინგის განყოფილების უფროსად და სულ მქონდა ის შეგრძნება, რომ ჩემი თავი ვერ ვიპოვე - საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენდი. 2004 წელს ბიზნესპარტნიორთან ერთად გავაკეთე ყავის ჯიხურები, რომელსაც ერქვა "ახალი ყავის ფერი". ალბათ, ეს ახალი სიტყვა იყო ქართულ რეალობაში იმიტომ, რომ ბევრს არ ესმოდა, რატომ უნდა წაეღო ყავა თან და რატომ არ იყო მაგიდები მოწყობილი, სადაც დალევას შეძლებდნენ.

- ვიცი, რომ ყავის ბიზნესამდე ჯინსების ბიზნესით იყავით დაკავებული, რომელიც წარუმატებლობით დასრულდა.

-კი, ნამდვილად იყო. მამაჩემის მეგობართან ერთად მქონდა ეს ბიზნესი და ამერიკიდან GAP-ის ჯინსებს ვაგზავნიდით. სიმართლე გითხრათ, ეს ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. როდესაც მეგონა, რომ ბიზნესი ვიცოდი და ავაწყე, წავედი, დავბრუნდი უკან და აღარც მამაჩემის მეგობარი იყო, აღარც ჯინსების მაღაზია. მაშინ ყველას ძალიან უჭირდა და სულ მინდა ამის გამართლება მოვძებნო, რატომ გააკეთა. ალბათ, ოდესმე გავიგებ. ასე რომ, წარუმატებლად დამთავრდა ჩემი ეს ცდა. თუმცა წარმატება ჩემთვის ხმამაღალი ნათქვამია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა წარმატებას წარუმატებლობა მოყვება და თუ წარუმატებელი არ ხარ რაღაც კონკრეტულში, შემდეგ ბიზნესს მიზანმიმართულად ვერ მართავ. ალბათ, ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. სოფლის მეურნეობაში ბევრი წარუმატებლობა მქონია, შეიძლება ითქვას, რომ სამჯერ ცხოვრება არაფრიდან დავიწყე. სულ მაქვს ის მომენტი, რომ მაინც გავაკეთებ, მაინც შევძლებ. ბევრი უძილო ღამეა. ხშირად ვამბობ ხოლმე, როდესაც მსმენელი ან მკითხველი ერთ გვერდზე ჩემს ცხოვრებას წაიკითხავს, იქ მხოლოდ კარგი ჩანს, და ჩანს ის, რომ ძალიან მარტივია ყველაფრის გაკეთება. კარგი ისტორიაა, როგორ წავიდა ვერელი გოგო და სოფლის მეურნეობის კეთება დაიწყო. სინამდვილეში, ეს 7 წელი ძალიან მძიმე იყო ჩემთვის... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ