ავტორი:

"20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო"... - აფეთქებისას გარდაცვლილი ლევან დავლაძის ცოლი ტრაგედიის შესახებ საუბრობს

"20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო"... - აფეთქებისას გარდაცვლილი ლევან დავლაძის ცოლი ტრაგედიის შესახებ საუბრობს

2019 წლის ძველით ნაახალწლევი საქართველოში დიდი ტრაგედიით დაიწყო. 16 იანვრის საღამოს თბილისში, დიდ დიღომში ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე ბუნებრივი აირის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 17 იანვარი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ერთ-ერთ გარდაცვლილს, 29 წლის მამაკაცს, ლევან დავლაძეს, მეგობრის ბინაში ავტომანქანის გასაღები დარჩა და მის ასაღებად რამდენიმე საათის მერე დაბრუნდა. აირი იმ ბინაში ჟონავდა, საიდანაც ლევანს მანქანის გასაღები უნდა აეღო. ექსპერტების ვარაუდით, აფეთქება მის მიერ სინათლის ანთებამ გამოიწვია.

ლევან დავლაძე მაშველებმა პირველ სართულზე იპოვეს გარდაცვლილი - ის აფეთქების ტალღამ გადააგდო. ნგრევა იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე მეზობლის სახლებიც მთლიანად გაანადგურა, ერთი ოჯახიდან სამი ადამიანი დაიღუპა - ნათია ციცვიძე, მისი და, ნინო ციცვიძე და ნათიას 3 წლის შვილი, ნიკოლოზ ფირალიშვილი.

ლევან დავლაძე დაოჯახებული იყო, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. მის მეუღლეს, ანა ბაბაევას ქმრის დაღუპვას უმალავდნენ და ის მთელი ღამე ეძებდა მას... ქალი ჟურნალ „სარკეს“ უამბობს :

"ლევანი მეგობრებთან ერთად ცოტა ხნით ადრე იყო მისული იმ სახლში. საჭმელი უჭამიათ იქ. ჩემს მეუღლეს გასაღები დარჩენია. მის ასაღებად ავიდა და მაშინ მოხდა აფეთქება. 20 წუთით ადრე მომწერა, რას შვები, ჩემი ცხოვრებაო. მალე უნდა მოსულიყო.

იმ ბინაში სხვებთან ერთად უნდა ასულიყო და თურმე მარტოს არ უშვებდნენ, მაგრამ ლევანს მეგობრისთვის გასაღები გამოუტაცია და გაქცეულა, რომ სახლში მალე დაბრუნებულიყო - ჩემთან ეჩქარებოდა."

- რამდენი ხნის შეუღლებულები იყავით?

- 3 წლის წინ შევუღლდით. შვილი არ გვყავდა. ლევანი სიცოცხლით სავსე, მშრომელი, პატიოსანი, მოსიყვარულე ადამიანი იყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა. მთელი ღამეები მუშაობდა. მძღოლი გახლდათ.

- როგორ იცით, სახლში ბიჭებს დარჩათ გაზის ონკანი მოშვებული?

- მაგდენს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ უყურადღებობით მოხდა ყველაფერი.

იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, ეს ამბავი არ მითხრეს. მთელი ღამე ვეძებდი. რაღაცას მიგრძნობდა გული. ქუჩაში ვეძებდი. მითხრეს საავადმყოფოშიაო, მაგრამ თურმე აღარ ყოფილა ჩემი უსაყვარლესი, ერთადერთი სიყვარული და პატრონი...

ვერავინ მანუგეშებს, რადგან ჩემი სიცოცხლე მასთან ერთად დამთავრდა. ბევრი რამ მაქვს ცხოვრებაში გადატანილი, ობლობას ჩემი ქმარი მიმსუბუქებდა, მაგრამ მორჩა, ამას ვეღარ გავუძლებ! ნეტავ, მე მოვმკვდარიყავი და ჩემს ქმარს ეცოცხლა!

წყარო : ჟურნალი "სარკე"

ავტორი რუსუდან ადვაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ