ავტორი:

გუფის ყოფილი ქალები - ქეთა თოფურია და აიზა ანოხინა ბალის კუნძულებზე ერთად ისვენებენ

გუფის ყოფილი ქალები - ქეთა თოფურია და აიზა ანოხინა ბალის კუნძულებზე ერთად ისვენებენ

32 წლის მომღერალი ქეთა თოფურია ახალი წლის არდადეგების დადგომისთანავე დასასვენებლად გაემგზავრა. ქეთამ დასასვენებლად ბალის კუნძულები აირჩია. მასთან ერთად ზღაპრულ კუნძულზე მისი ბავშვობის მეგობრები და ქალიშვილი ოლივია გეიხმანი ისვენებს.

ქეთას პატარა ოლივია მილიონერი ლევ გეიხმანისგან ჰყავს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

ქეთა ყველგან ქალიშვილთან ერთად დადის და გოგონა ხშირად დედის რეპეტიციებსაც ესწრება.

მომღერალი ბალის კუნძულებზე დროს კარგად ატარებს, იღებს მზის აბაზანებს, დაკავებულია იოგით და ა.შ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ის სანაპიროზე, მისი ყოფილი შეყვარებულის, რეპერ გუფის ყოფილ ცოლს აიზას შეხვდა.

აიზა მზიან კურორტზე შვილთან ერთად ისვენებს. ქეთას და აიზას ერთობლივი ფოტო, სოციალურ ქსელში რეპერის ყოფილმა ცოლმა გამოაქვეყნა.

ბიუთი-ბლოგერი, აიზა გუფის რამდენიმე წლის წინ დაშორდა. მაშინ როცა ქეთას და გუფის რომანის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია, ბუნებრივია ჟურნალისტები აიზას პოზიციითაც დაინტერესდნენ. წაიკითხეთ სრულად+ფოტო

"დილით გამოცდა ჩავაბარე თელავში და საღამოს ლაივზე ვიმღერე თბილისში..." - "დიდი სცენის" აბიტურიენტი კონკურსანტი, რომელიც ჟიურის ფავორიტია

"დიდი ორთაბრძოლა გველის, დანდობა არ იქნება!" - რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის" ნახევარფინალში

ქეთა თოფურია ნიშნობის ბეჭდით? - ფანების და მედიის ვარაუდით, მომღერალს დიპლომატმა შეყვარებულმა ხელი თხოვა