ავტორი:

გარემოვაჭრეების "კარვების ქალაქი" ეკლესიებთან - რა ხდება საქართველოს ცნობილ ტურისტულ ზონებში

გარემოვაჭრეების "კარვების ქალაქი" ეკლესიებთან - რა ხდება საქართველოს ცნობილ ტურისტულ ზონებში

მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობა მოვაჭრეებსა და სამღვდელოებას შორის დაპირისპირების საგნად იქცა. ჯვრის მონასტერი 14 იანვარს წინამძღვრის, კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა, რისი მიზეზიც, საპატრიარქოს განცხადებით, გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა. მოგვიანებით, გარემოვაჭრეებმა საქმიანობა თვითნებურად განაახლეს. ახლა კი ტერიტორიაზე დახლების მოწყობის სამუშაოები იწყება, რაშიც ადგილობრივი მერია ჩაერთვება.

VIDEO: სავაჭრო დახლები ეკლესიებთან - რა მდგომარეობაა სვეტიცხოველთან, ანანურის ეკლესიასა და ჯვარზე

კუსტარული სავაჭრო დახლები ჯვრის მონასტერთან

საქართველოში გარევაჭრობა კანონით აკრძალულია და კანონის დაცვაზე კონტროლი თვითმმართველობებს ევალებათ. თუმცა, ამის აღსრულება არ ხდება. ჯვრის მონასტრის ინციდენტის შემდეგ, დავინტერესდით რა ხდება გარევაჭრობის მიმართულებით სხვა ტურისტული ღირშესანიშნაობების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ანანურის ციხის მიმდებარე ტერიტორია

ანანურის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. ცნობილ ტურისტულ ზონაში, რომელსაც ყოველწლიურად ასი ათასობით ტურისტი სტუმრობს, გარემოვაჭრეებს "კარვების ქალაქი" აქვთ მოწყობილი, რაც არც ისე სასიამოვნო სანახავია.

თუმცა, კუსტარულად დამზადებულ ჯიხურებში მომუშავე ადამიანებისთვის, სხვადასხვა სუვენირებითა და ნივთებით ვაჭრობა, ერთადერთი შემოსავლის წყაროა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მათთვისაც მიუღებელია მსგავს პირობებში მუშაობა, თუმცა, ალტერნატივის არარსებობის გამო სხვა გამოსავალი არ აქვთ.

"აქ არის ჩვეულებრივი დახლები, ქოლგა და მაგიდა. ქარში და წვიმაში ძალიან გვიჭირს. გამგეობა დაგვპირდა, რომ თებერვლიდან ტერიტორიის მოწესრიგების პროცესი დაიწყება და ჩვენთვისაც გამოიყოფა სივრცეები, ჩვენც თანახმა ვართ რომ მოწესრიგდეს მაგრამ ისე არა, რომ უმუშევრები დავრჩეთ" - ამბობს ანანურის ეკლესიასთან მომუშავე სოფო ბურდული.

ჩვენ დავუკავშირით დუშეთის მერსაც. ზურაბ სეხნიაშვილმა დაგვიდასტურა ტერიტორიის მოწესრიგების პროექტის არსებობა. მან აღნიშნა, რომ პროექტი ამჟამად ექსპერტიზას გადის, მხოლოდ ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. სეხნიაშვილი სამუშაოების დაწყების ვადებს ჯერჯერობით ვერ ასახელებს.

რაც შეეხება სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიას, აქ გარევაჭრობა სხვა ადგილებთან შედარებით, მეტად მოწესრიგებულია. მოვაჭრეების თქმით, მათ საქმიანობაში ხელი, არც სახელმწიფოს და არც ეკლესიის მხრიდან არ ეშლებათ.

სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ