უსამა ბენ ლადენის პირადმა მცველმა და მზარეულმა, რომელიც გუანტანამოში სასამართლოს წინაშე წარსდგა, დანაშაული აღიარა, - იტყობინება ”როიტერი”. იბრაჰიმ ალ-კუზი მათ შორის იმყოფებოდა, ვინც ავღანეთში ტერორისტთა ლიდერს იცავდა და 2001 წელს, ტორა ბორაზე შეტევის დროს ამერიკელი სამხედროებისგან გაქცევაში დაეხმარა.
სასამართლოზე ალ-კუზიმ "ალ-ქაიდას" ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო თავი დამნაშავედ ცნო, - განაცხადა სამხედრო ტრიბუნალის წარმომადგენელმა ჯო დელა ვედოვამ.
სუდანელი ალ-კუზი გაუნტანამოს სამხედრო ბაზის საპყრობილეში უკვე რვა წელია იმყოფება. სასამართლო მის საქმეზე გადაწყვეტილებას 9 აგვისტოს მიიღებს. მისთვის უკეთეს შემთხვევაში, ალ-კუზს ჩადენილი დანაშაულისთვის პატიმრობის ვადას მოხდილად ჩაუთვლიან და გაათავისუფლებენ, უარესში - სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
პირობა, რომლის თანახმად ალ-კუზიმ ამერიკელ სამხედროთა წინაშე დანაშაული აღიარა, უცნობია, თუმცა, გამორიცხული არ არის, ის სასჯელის შემსუბუქებასაც ითვალისწინებდეს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.