გერმანიაში 7 ივლისს რუს იმპერატორ ეკატერინე მეორეს ძეგლი დაუდგეს, იტყობინება ИТАР-ТАСС. გერმანიაში ეს რუსი იმპერატორის ერთადერთი ძეგლია. ძეგლი გერმანიის აღმოსავლეთით ქალაქ ცერბსტში აღმართეს.
მონუმენტი, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციის შენობის წინ დადგეს, ბრინჯაოსგან არის დამზადებული და მისი სიმაღლე 4,7 მ-ია. პოექტის ავტორი რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, მოქანდაკე მიხაილ პერეიასლავეცია. ძაგლი 2009 წელს ჩამოასხეს და ქალაქ ცერბსტს 2010 წელს საჩუქრად გადასცეს. მონუმენტს 9 ივლისს საზეიმოდ გახსნიან.
რუსი იმპერატორის ძაგლის აღმართვის იდეა 1996 წელს გაჩნდა. ინიციატორები ცერბსტში მოქმედი საერთაშორისო ისტორიული საზოგადოება "ეკატერინე მეორე" და რუსეთის სამეფო საზოგადოება იყვნენ. ძეგლის დადგმის ხარჯები თავის თავზე რუსულმა მხარემ აიღო.
ეკატერინე დიდი, ქალიშვილობაში - სოფია ფრედერიკა ავგუსტა, ანჰალტ-ცერბსტის პრინცესა, 1729 წელს ქალაქ შტეტინში დაიბადა. ცერბსტში პრინცესას წინაპრების საგვარეულო ციხესიმაგრე ახლაც არის შემონახული.
16 წლის ასაკში ის დიდ რუს თავადსა და მომავალ იმპერატორს პეტრე მესამეს მიათხოვეს. 1762 წელს გადატრიალების გზით რუსეთის ტახტზე მან თავისი მეუღლე შეცვალა. ეკატერინე დიდი იმპერიას სიცოცხლის ბოლომდე (1796 წ.) მართავდა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.