ავტორი:

კიბო ყოველ ერთ წუთში 18 ადამიანს კლავს - სიმსივნის ადრეული სიმპტომები და მსოფლიო ექიმების ხუთი რჩევა

კიბო ყოველ ერთ წუთში 18 ადამიანს კლავს - სიმსივნის ადრეული სიმპტომები და მსოფლიო ექიმების ხუთი რჩევა

იქამდე, სანამ თქვენ ამ ტექსტის წაკითხვას დაასრულებთ, სიმსივნე კიდევ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სიმსივნით ყოველ წუთში 18 ადამიანი იღუპება.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის დონე იკლებს, ბოლო 25 წელია, ონკოლოგიური დაავადებები რჩება სიკვდილიანობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად მსოფლიოში.

BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს, სიმსივნის დიაგნოსტირება მოხდა 18 მილიონი ადამიანის შემთხვევაში, მათგან 5 მილიონ შემთხვევაში დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაში იყო შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე დაწყებული მკურნალობა უფრო ეფექტური იქნებოდა.

ფოტოზე: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები

კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელის კერი ადამსის განმარტებით, სიმსივნის ბევრი სახეობა მკურნალობას ექვემდებარება და უფრო მეტიც, სრულად განკურნებადია, განსაკუთრებით თუ ადრეულ სტადიაში გამოვლინდება და შესაბამისი მკურნალობა დაიწყება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევების რეგულარულად ჩატარება.

თუმცა, ბრიტანეთის მაგალითი რომ ავიღოთ, გამოკითხვებით, ყოველ მეოთხე პაციენტს არ სურს ექიმთან წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული დიაგნოზის მოსმენის ეშინია.

დაავადების კერა შეიძლება, ნებისმიერ ორგანოში გაჩნდეს და განსხვავებული ფორმები შეიძინოს, მაგრამ არის გარკვეული სიმპტომები და საყურადღებო ნიშნები, რომელთა შენიშვნის შემდეგ გირჩევთ, სწრაფად მიმართოთ ექიმს.

  • რას უნდა მიაქციოთ ყურადღება:

უჩვეულო კვანძებს, შესიებასა და შებერილობას - უნდა გვახსოვდეს, რომ სიმსივნე ხშირად უმტკივნეულოა, განსაკუთრებით კი დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. ყურადღება უნდა მიაქციოთ ყელს, საკვერცხეებს (მამაკაცების შემთხვევაში) და სარძევე ჯირკვლებს (ქალების შემთხვევაში), ასევე იღლიებს.

ხანგრძლივ ხველას, სუნთქვის გახშირებასა და გართულებას - დააკვირდით, ხომ არ გიჭირთ ყლაპვა.

საჭმლის მომნელებელ სისტემის მუშაობაში ცვლილებებს - უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხომ არ აღგენიშნებათ მოულოდნელი შეკრულობა ან პირიქით, ხომ არ გაქვთ დიარეის ხშირი შემთხვევები - განსაკუთრებით თუ განავალში სისხლის კვალი შეინიშნება.

მოულოდნელ სისხლდენას - მათ შორის სისხლის უმნიშვნელო გამოყოფას ვაგინიდან, სწორი ნაწლავიდან, ასევე სისხლიან შარდსა და ნახველს.

წონის მოულოდნელ უმიზეზო კარგვას - თუ თქვენთვის მოულოდნელად მნიშვნელოვნად გახდით დროის მცირე პერიოდში, ეს უკვე არის მიზეზი, რომ აღელდეთ და ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ, რადგან სიმსივნის პარალელურად, წონის სწრაფი და მოულოდნელი კლება შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევებზე ან დიაბეტის განვითარებაზე მიგვითითებდეს.

ქრონიკულ დაღლილობასა და ენერგიის უკმარისობას - განსაკუთრებით მაშინ თუ ცხოვრების წესში განსაკუთრებით არაფერი შეგიცვლიათ და თქვენთვის ჩვეულ აქტივობას ეწევით თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც განსაკუთრებულ დაღლილობასა და ენერგიის დეფიციტს გრნობთ.

უჩვეულო ტკივილებს - ნებისმიერი ხასიათისა და სიხშირის: ყურადღება მიაქციეთ როგორც ძველ შეტევებს ასევე ახლებს, როგორც ქრონიკულებს, ასევე მათ, რომლებიც თავს იშვიათად იჩენენ.

ახალი ხალების გამოჩენას ან უკვე არსებულის ტრანსფორმაციას - საყურადღებოა ზომის, ფორმისა და ფერის ცვლილება. უჩვეულოდ უნდა მოგეჩვენოთ თანდაყოლილი ლაქის ზედაპირის გამაგრება და ნებისმიერი სახის გამონადენი.

შარდდენასთან დაკავშირებულ პრობლემებს

მკერდის უჩვეულო ცვლილებას - ნერვიულობის მიზეზი უნდა გახდეს მკერდის ჯირკვლების ზომისა და ფორმის, ასევე შეხებისას შეგრძნების მოულოდნელი ცვლილება.

მადის დაკარგვას - თუ თქვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგიჩლუნგდათ შიმშილის გრძნობა და ნაკლები საკვების მიღება დაიწყეთ, ესეც საგანგაშო სიგნალია, მაშინაც კი თუ თქვენ სხვა სიმპტომები არ აღგენიშნებათ.

ჭრილობას, რომელიც რთულად ხორცდება, განსაკუთრებით პირის ღრუში;

ოფლის ჭარბად გამოყოფას განსაკუთრებით ღამის პერიოდში;

  • როგორ შევამციროთ სიმსივნის რისკები

კიბოს მაპროვოცირებელი შეიძლება, გახდეს როგორც გენეტიკური მიდრეკილება, ასევე გარე ფაქტორები - როგრიც არის გამოსხივება და კარცოროგენული ნივთიერებები.

სიმსივნისგან თავის სრულად დაცვა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება. რისკფაქტორების შესამცირებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ხუთ რჩევას გვაძლევენ.

  • მოერიდეთ მოწევას და თამბაქოს კვამლს
  • დაიცავის უსაფრთხოება სექსისა და სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას, რადგან ვირუსები, რომლებმაც შესაძლოა სიმსივნის ზოგიერთი სახეობის განვითარების რისკი გაზარდოს სქესობრივი კავშირითა და სისხლით გადადის.
  • რეგულარულად ჩაიტარეთ კვლევები
  • ჩაიტარეთ ვაქცინაცია განსაკუთრებით ჰეპატიტისა და პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ.
  • დაიცავით ჯანსაღი დიეტა და იცხოვრეთ ჯანსაღად

მომზადებულია BBC.COM-ის მიხედვით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ