ავტორი:

"ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება, ჯოჯოხეთს გადიხარ..." - "პირველი არხის" თანამშრომელი სიმსივნეს ებრძვის

"ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება, ჯოჯოხეთს გადიხარ..." - "პირველი არხის" თანამშრომელი სიმსივნეს ებრძვის

„პირველი არხის“ ტექნიკურ პროდიუსერს, მარიამ ჭელიძეს, 2016 წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.

31 წლის პროდიუსერმა ძვირადღირებული ოპერაცია და მკურნალობის კურსი 2016 წელს თურქეთში ჩაიტარა. მერე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მორიგი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და მეტასტაზებიც დაიძრა. მის დასახმარებლად კოლეგები ისევ გაერთიანდნენ და მარიამს ბოლო ოპერაცია 4 აპრილს თურქეთში ჩაუტარდა. ახლა ახალგაზრდა გოგონას კვლავ დახმარება ესაჭიროება მორიგი ოპერაციისთვის აუცილებელი თანხების შესაგროვებლად.

ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიამს აქვს აგრესიული ფორმის მეტასტაზი, რისთვისაც საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. ოპერაციისთვის საჭიროა 7 500 დოლარი.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა გადარიცხოთ ანგარიშის ნომერზე - "თიბისი ბანკი", GE96TB7722645061600017, მიმღები მარიკა ჭელიძე

მარიამმა reitingi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა დაავადების შესახებ:

- ღამით თითქოს ვიხრჩობოდი, ვერ ვწვებოდი. მთელ ღამეებს ბალიშზე მიყუდებული ვატარებდი. ფეხზე ყოფნისას საერთოდ არაფერს ვგრძნობდი. ერთ-ერთ ცნობილ ექიმს მივაკითხე, ექოსკოპიაც გადამიღო კისრის არეში და მითხრა არაფერი გჭირსო. ამ დროს სისხლის ანალიზში ცვლილებები იყო, მაგრამ ექოსკოპიამ ყველაფერი გააქარწყლა. ექიმის დასკვნა მაქვს, რომ არაფერი მჭირს. ეს ექიმი მუშაობს ცნობილ კლინიკაში, რომელიც საქართველოში მაღალი დონის საავადმყოფოდ ითვლება.

მითხრეს ნერვოპათოლოგი გჭირდებაო. წავედი ნერვოპათოლოგთან, მან მითხრა არაფერი გჭირს, რაღაცეებს იგონებ და ფსიქიატრი უფრო გჭირდებაო. მარი მალაზონიას დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან დაიჟინა, დავით მეტრეველთან მიდიო. მხოლოდ მეტრეველი მიხვდა რა მჭირდა.

პირველად 2016 წლის 27 ივლისს გავიკეთე თურქეთში. 6 საათზე მეტხანს მიკეთებდნენ. ქართველი ექიმების მიერ, სამი ჯირკვლიდან აღებული ბიოფსიიდან მხოლოდ ერთმა აჩვენა ავთვსიებიანი სიმსივნე. იმ ერთზე რომ არ შეენიშნათ, საერთოდ ვერ გავიგებდი და დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

ბევრი დასხივება გამიკეთეს, რადიოაქტიურ იოდს მასმევდნენ, რომ მეტასტაზები გაენადგურებინათ. ეს იგივე ქიმიოთერაპიაა. ამ ნივთიერებას რომ მასმევდნენ, 80 საათი სრულიად მარტო ვიყავი მინუს 7 სართულზე. ერთხელ იმ ტყვიის ოთახში კომაში ჩავვარდი. 6 საათში გამომიყვანეს მდგომარეობიდან. ორი თურქი ექიმი მყავს, მეუბნებიან ისე ცუდად ხარ, გვიკვირს აქამდე როგორ მოდიხარ და კიდევ ცოცხალი როგორ ხარო. ალბათ ღმერთს ვუყვარვარ და არ გამწირავს.

ბედნიერი ვარ, რომ 31 წლის ასაკში ასე ვუყვარვარ მეგობრებს. პირველად როცა გავიგე ეს ამბავი, ჩავწექი ორი კვირა და ველოდებოდი როდის მოვკვდებოდი.

მეგობრებმა აღარ მომცეს საშუალება, თანხა შემიგროვეს და გამიშვეს თურქეთში. ეს დაავადება განკურნებადია, მაგრამ სანამ განიკურნება ჯოჯოხეთს გადიხარ" - ყვება მარიამ ჭელიძე... წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ