ავტორი:

იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელის იერ-სახეს ამახინჯებს, ფინანსურად დაისჯება

იმ შენობა-ნაგებობის დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელის იერ-სახეს ამახინჯებს, ფინანსურად დაისჯება

იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება.

ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პარლამენტს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებს სთავაზობს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, რომელიც საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში მდებარეობს, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშე მომზღუდავი ან მზიდი კონსტრუქციები, გამოწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე, შენობა-ნაგებობის მდებარეობის მიხედვით.

სანქცია არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე არ გავრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება.

ამასთან, პროექტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მითითება მისცეს, რომლითაც დარღვევის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შემოწმების აქტს შეადგენს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში, მესაკუთრეს ჯარიმა დაეკისრება.

როგორც მთავრობა განმარტავს, პროექტის მიღების შემთხვევაში, შემცირდება ავარიული და უსახური შენობა-ნაგებობების რაოდენობა, რაც თავის მხრივ, ქვეყანას ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის. მათივე განმარტებით, ამგვარი შენობების შემცირება მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მდგომარეობის გათვალისწინებით, ისინი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკის მატარებლები არიან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ