ავტორი:

13 რჩევა მშობლებს ცნობილი პედაგოგისგან, რომელმაც ბავშვის აღზრდის რევოლუციური მეთოდები დანერგა

13 რჩევა მშობლებს ცნობილი პედაგოგისგან, რომელმაც ბავშვის აღზრდის რევოლუციური მეთოდები დანერგა

იტალიელი პედაგოგისა და ფილოსოფოსის, მარია მონტესორის მიერ შექმნილი ადრეული განვითარების მეთოდიკა ძალზედ მოთხოვნადია მსოფლიოში. მონტესორი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა, ის იყო პედაგოგი, მეცნიერი და იტალიაში პირველი ქალი დოქტორი.

ქალმა მთელი ცხოვრება ბავშვთა საკითხებზე მუშაობას მიუძღვნა და უნიკალური სისტემა გამოიგონა, რომელიც ფსიქიკაზე ზეწოლის გარეშე ავლენს ბავშვის ნიჭსა და სხვადასხვა უნარს. მთავარია, შექმნა ისეთი თავისუფალი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის შესაძლებლობების გახსნას.

მონტესორის რჩევები მშობლებისთვის თითქოს ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა თუ დაუკვირდებით, მათში მრავალწლიანი გამოცდილების სიბრძნე დევს. ამ რჩევების გათვალისწინებით მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავა და ბავშვები უფრო განვითარებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან:

  • თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებთ - ის მიეჩვევა სხვების განსჯას
  • თუ ბავშვს ხშირად შეაქებთ - ის ისწავლის დაფასებას
  • თუ ბავშვთან ავლენთ აგრესიას - ის ისწავლის ჩხუბს
  • თუ ბავშვთან გულწრფელი ხართ - ის ისწავლის სამართლიანობას
  • თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის გაიზრდება მორცხვი
  • თუ ბავშვს ხშირად შეარცხვენთ - ის ხშირად ჩათვლის თავს დამნაშავედ
  • თუ ბავშვს შემწყნარებლურად ექცევით - ის ისწავლის მოთმინებას
  • თუ ბავშვს ხშირად გაამხნევებთ - ის ისწავლის თავდაჯერებულობას
  • თუ ბავშვი ცხოვრობს მეგობრულ გარემოში და თავს საჭიროდ მიიჩნევს - ის იპოვის სიყვარულს ამ სამყაროში
  • არასდროს თქვათ ცუდი ბავშვზე! - არც მასთან, არც სხვასთან
  • ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვებს, როცა თქვენ მოგმართავთ
  • პატივი ეცით ბავშვს, როცა შეცდომას ჩაიდენს და შეძლებს მის გამოსწორებას
  • ბავშვთან მიმართვისას ყოველთვის საუკეთესოდ მოიქეცით - აჩვენეთ მას ყველა კარგი მხარე, რაც არის თქვენში

დედ-მამას უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვები ყველაფერს საკუთარი გარემოცვისგან სწავლობენ. მონტესორი ურჩევს მშობლებს, კონცენტრირება მოახდინონ შვილის სწორ განვითარებაზე და ასეთ გარემოში ცუდისთვის ადგილი არც დარჩება.

ასევე დაგაინტერესებთ:

"გაზარდეთ გმირები და არა მონები!" - აკადემიკოს შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

"ბავშვთან ურთიერთობისას, დასჯა მთლიანად უნდა ამოვიღოთ" - რა შეცდომებს უშვებენ ქართველი მშობლები შვილების აღზრდისას

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."