ავტორი:

ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიური კვლევები, რომელთა მიღებაც დღეს საქართველოშია შესაძლებელი

ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიური კვლევები, რომელთა მიღებაც დღეს საქართველოშია შესაძლებელი

თანამედროვე ოფთალმოლოგიური სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანია და დროული მიმართვისა და კვალიფიციური სპეციალისტის ჩართვის შედეგად ბევრი სერიოზული გართულების თავიდან არიდებაა შესაძლებელი. ზოგადად, საქართველოში ოფთალმოლოგია საკმაოდ განვითარებულია. მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელსაც თვალის დაავადებათა მკურნალობის 127 წლიანი ტრადიცია აქვს და პაციენტებს მუდმივად სთავაზობს ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს. ამჯერად ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მასხარაშვილი ცენტრში არსებულ ოფთალმოლოგიურ სერვისებზე გვესაუბრება.

მისი განმარტებით, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში მხედველობის სრული კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის მიღებაა შესაძლებელი. სრული პროცედურა დაახლოებით 1 საათი გრძელდება.

როგორია თვალის დიაგნოსტიკის პროცედურა?

კონსულტაცია იწყება თვალის სრული გამოკვლევით, რომელიც უახლესი სადიაგნოსტიკო მოწყობილობებით თვალის ტესტის ჩატარებას გულისხმობს. მიღებულ მონაცემებს კი ექიმი აანალიზებს - ნახულობს პაციენტის ისტორიას და აფასებს ცვლილებებს. ექიმი უახლესი აპარატურის გამოყენებით ადგენს დიაგნოზს და გასცემს რეკომენდაციას მკურნალობის შესახებ, რომელიც ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გულისხმობდეს ქირურგიულ პროცედურას.

რას გულისხმობს მხედველობის კომპლექსური შემოწმება?

კომპლექსური შემოწმება ხდება უახლესი ოფთალმოლოგიური მოწყობილობებით და ექიმის კონსულტაციით, რომლის დროსაც ხდება თვალის ფსკერის შემოწმება. გამოკვლევა მოიცავს მხედველობის ველის კვლევას, თვალის წინა სეგმენტის უკონტაქტო კვლევას და ანალიზს Pentacam-ის ტექნოლოგიის ბაზაზე, პნევმატონომეტრიას, ავტორეფრაქტოკერატომეტრიას, თვალის კომპლექსურ ოპტიკურ ბიომეტრიას, გონისკოპიას, კერატოტოპოგრაფიას, ვიზომეტრიას და თვალის ფსკერის შემოწმებას სპეციალური ლინზით.

როგორც ცნობილია, დიაბეტის დროს თვალის დაზიანებების სკრინინგს დამატებითი პროცედურები სჭირდება. როგორ ხდება ამ დროს დიაგნოსტირება?

დიაბეტის დროს თვალის დაზიანებების სკრინინგი ტრადიციულად გულისხმობს უახლესი ოფთალმოლოგიური მოწყობილობებით გამოკვლევასა და ექიმის მიერ თვალის ფსკერის შემოწმებას. პარალელურად ხდება კომპლექსური ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია და ორივე თვალის ფსკერის ფოტოფიქსაცია.

დიაბეტის დროს ოფთალმოლოგიური დიაგნოსტირება მოიცავს შემდეგ კვლევებს: ვიზომეტრიას, ბადურის და ბოჭკოვანი ნერვის ოპტიკურ-კოჰერენტულ ტომოგრაფიას, თვალის ფსკერის ფოტოფიქსაციას, მხედველობის ველის კვლევას, თვალის წინა სეგმენტის უკონტაქტო კვლევას და ანალიზს Pentacam-ის გამოყენებით, პნევმატონომეტრიას, ავტორეფრაქტოკერატომეტრიას, თვალის კომპლექსურ ოპტიკურ ბიომეტრიას, გონისკოპიას და თვალის ფსკერის შემოწმებას სპეციალური ლინზით.

თვალის შესახებ რა ინფორმაციას იღებს ექიმი აღნიშნული კვლევებიდან?

მხედველობის სრული დიაგნოსტირება უნდა მოიცავდეს თითოეულ თვალზე მხედველობის სიზუსტის რამდენიმე ტესტს. პირველად ტესტს შეუძლია შეაფასოს თვალის ფუნქცია, როგორიცაა მხედველობის სიმახვილე, ფერითი მხედველობა, პერიფერიული მხედველობა და სინათლეზე გუგების რეაქცია. ექიმს შეუძლია ჩაატაროს გამოკვლევა, რომელსაც ეწოდება „კერატოტოპოგრფია“. ის გულისხმობს რქოვანას სიმრუდის გამოკვლევას მასში ტესტობიექტების არეკვლის მეთოდით. ეს გამოკვლევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს რქოვანას ფორმა და მასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა.

თქვენ ასევე დაგჭირდებათ გაიაროთ მხედველობის სიმახვილის შემოწმება, რომლის ფარგლებშიც მოგიწევთ, რომ წაიკითხოთ ასოები სხვადასხვა ცხრილიდან ახლოდან და შორიდან, რომ ლინზის ძალის განსაზღვრა მოხდეს. აღნიშნულის შედეგად დგინდება ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი. ინსტრუმენტების დახმარებით, რომელსაც ეწოდება „ფოროპტერი“, ექიმს შეუძლია ეს გამოკვლევა უფრო სწრაფად და სწორად ჩაატაროს. სპეციალური წვეთები, რომელიც თვალის გუგას აფართოებს და ექიმს საშუალებას აძლევს დეტალურად დაათვალიერო თვალის ფსკერი.

რა გულისხმობს თითოეული ის ტესტი, რომელიც თვალის გამოკვლევისას ტარდება?

თვალის შემოწმებისას ტარდება შემდეგი ტესტები:

ვიზიომეტრია - მხედველობის ხარისხის დადგენა შორ მანძილზე ასოების, რიცხვების ან სხვა სიმბოლოების დახმარებით.

ტონომეტრია - თვალის შიდა წნევის გაზომვა. გლაუკომის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის თვალის შიდა წნევის მომატება.

რეფრაქტომეტრია - თვალის ოპტიკური ძალის განსაზღვრა ავტორეფრაქტომეტრის დახმარებით. რეფრაქციის ანომალიის დიაგნოსტიკა: ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი.

ფერადოვანი მხედველობის გამოკვლევა - ფერთა აღქმის ანომალიის დიაგნოსტიკა.

პერიმეტრია - მხედველობის ველის საზღვრების დადგენა. მხედველობის ველი გარმომცველი სივრცის ნაწილია, რომელიც შეუძლია დაინახოს ადამიანის თვალმა უძრავ მდგომარეობაში ყოფნის დროს. ეს მნიშვნელოვანი მეთოდია თვალის ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა კატარაქტა, მხედველობით ნერვის ნაწილობრივი ატროფია და სხვ.

ბიომიკროსკოპია - სპეციალური მიკროსკოპით თვალის წინა ნაწილის გამოკვლევა.

ოფთალმოსკოპია - თვალის ფსკერის გამოკვლევა ოფთალმოსკოპის დახმარებით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მთავარი მეთოდი თვალის დაავადებების დიაგნოსტიკაში.

ლენსმეტრია - სათვალის ოპტიკური ანალიზი.

პუპილომეტრია - გუგის სიფართის გაზომვის მეთოდი. ინფრაწითელი კამერის დახმარებით განათების სხვადასხვა ინტენსივობით ხდება თვალის გუგების ფოტოგრაფირება.

პახიმეტრია - რქოვანას სისქის გაზომვა ულტრაბგერის დახმარებით. ეს აუცილებელია რეფრაქციული ოპერაციის წინ.

კერატომეტრია - გამრუდების რადიუსის გაზომვა თვალის რქოვანას ზედაპირზე. საშუალებას იძლევა, შევაფასოთ ასტიგმატიზმი და რქოვანას ოპტიკური შესაძლებლობა.

ბიომეტრია - წინა კამერის სიღრმის, ბროლის სისქის, მინისებრი სხეულის და ზოგადად თვალის სიდიდის გაზომვა.

აუცილებელია თუ არა თვალის რეგულარული შემოწმება?

რეგულარული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა თვალების ჯანმრთელობისა და კარგი მხედველობის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. ამას გარდა თვალის გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზეც გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები. თქვენი თვალები ექიმს ვენების და არტერიის მდგომარეობის შესახებ უფრო მეტ მინიშნებას მისცემს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ორგანო. ნივთიერებების ცვლის დარღვევის დროს ზიანდება სისხლძარღვები და თვალის გამოკვლევას შეუძლია ადრეულ დიაგნოსტიკაში დაეხმაროს. ოფთალმოლოგს ასევე შეუძლია იმ დაავადებების ადრეული სიმპტომების გამოვლენა, რომლებსაც შეუძლიათ დროთა განმავლობაში მხედველობის გაუარესება. თვალის გამოკვლევა წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაშიც კი თუ შესანიშნავი მხედველობა გაქვთ.

გსურს მოიხსნა სათვალე?

"ნიუ ჰოსპიტალსის" ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციისა და კვლევებისთვის ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 2 190 190. ინფორმაცია სამედიცინო სერვისებისა და ექიმების შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე www.newhospitals.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ