ავტორი:

"ეწყინა რჩევა, რას ლაპარაკობ, მამა, "დასატორმუზებლად" ჩამოვედიო?!"-  ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

"ეწყინა რჩევა, რას ლაპარაკობ, მამა, "დასატორმუზებლად" ჩამოვედიო?!"-  ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა

9 წელი გავიდა კანადის ქალაქ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც ქართველი მოციგურავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები საქართველოსათვის ტრაგიკულად დაიწყო. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს, უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა. მისი ციგა ტრასიდან ამოვარდა და რკინის ჯებირებს შეეჯახა.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი უბედურების მიზეზად, სპორტსმენის გამოუცდელობას ასახელებდნენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და აპროტესტებდნენ მოციგურავის ოჯახის წევრები და ახლობლებლები. საბოლოოდ კი, საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.

როგორც Sportall.ge-სთან საუბარში ნოდარის მამა დავით ქუმარიტაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ჩამოსულმა დელეგაციამ ოფიციალურად აღიარა, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვა საციგურაო ტრასის ბრალი იყო.

- ჩამოვიდა დელეგაცია საქართველოში და ოფიციალურად აღიარეს, რომ ტრაგედია ტრასის გაუმართაობამ გამოიწვია. გერმანელი, რომელიც შეჯიბრის გამარჯვებული გახდა, ნოდარის ორმოცზე იყო ჩამოსული და სახალხოდ თქვა, ნოდარი რომ არ ყოფილიყო, ჩვენც რომელიმე დავიღუპებოდითო. ნოდარმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლეო.

- დატრიალებული უბედურების შემდეგ გამოასწორეს ტრასის ხარვეზი?

- იმ ღამესვე დაიწყეს ტრასის პრობლემის მოგვარება, მაგრამ მაინც იმტვრეოდნენ სპორტსმენები.

- როგორც თქვენი საჯარო კომენტარებით ცნობილია, ნოდარს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტრასა იყო საშიში. ასპარეზობამდე ხომ არ გისაუბრიათ მამა-შვილს ამ საკითხზე?

- მანამ, სანამ ვარჯიშები დაიწყებოდა, ტელეფონით მელაპარაკა, მითხრა, ძალიან სახიფათო ვირაჟიაო. მე ვუთხარი, თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეში, "დაატორმუზე"-მეთქი, არ გარისკო-მეთქი. ეწყინა ჩემი ეს რჩევა, ძალიან გამიბრაზდა, ტელეფონი გამითიშა... რას ლაპარაკობ, მამაო, "დასატორმუზებლად" ჩამოვედიო?!...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ