ავტორი:

სტივენ ტაილერს საკუთარ შვილზე 11 წლით უმცროსი ქალი უყვარს - როგორ გამოიყურება როკერის რჩეული

სტივენ ტაილერს საკუთარ შვილზე 11 წლით უმცროსი ქალი უყვარს - როგორ გამოიყურება როკერის რჩეული

„აეროსმიტის“ სოლისტი, სტივენ ტაილერი მეგობარ გოგონაზე კვლავ ძლიერად არის შეყვარებული. „დეილი მეილი“ წერს, რომ ტაილერი ეიმი პრესტონთან ერთად „გრემის“ წვეულებაზე მივიდა.

წყვილი შესანიშნავად გამოიყურებოდა იმის მიუხედავად, რომ მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. როკ-მუსიკოსი 70 წლისაა, მისი შეყვარებული კი 30-ის. ეიმი 11 წლით უმცროსია სტივენის შვილზე, ლივ ტაილერზე.

პრესტონი თავდაპირველად მომღერლის პირადი ასისტენტი იყო, მოგვიანებით კი მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

პირველად საზოგადოების წინაშე ერთად 2016 წლის თებერვალში გამოჩნდნენ. მათ ელტონ ჯონის ფონდის მიერ ორგანიზებულ საღამოზე განაცხადეს, რომ ერთმანეთი უყვართ.

ტაილერი ოთხი შვილის მამაა - ლივის გარდა ცოლისგან, სირინდა ფოქსისგან ქალიშვილი, მია ჰყავს, დიზაინერ ტერეზა ბარიკისგან კი ჩელსი და ტაჯი.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს