ავტორი:

"თაიგული გავხსენი და ეწერა: გამომყვები ცოლად?" - მარიამ ვაშაძე ოჯახურ ცხოვრებასა და დაუვიწყარ ვალენტონობაზე

"თაიგული გავხსენი და ეწერა: გამომყვები ცოლად?" - მარიამ ვაშაძე ოჯახურ ცხოვრებასა და დაუვიწყარ ვალენტონობაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ულამაზესი სახე, ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე საკმაოდ იღბლიანი ადამიანია, რადგან ბავშვობის ყველა ოცნება აუხდა, მიზანსაც მიაღწია და დღეს, საყვარელ მეუღლესთან, ბიზნესმენ ვანიკო ბენიძესთან ერთად იდილიაში ცხოვრობს. მარიამი ჟურნალ "თბილისელებთან" იმ დღეს იხსენებს, როდესაც მომავალმა მეღლემ ხელი სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს სწორედ 14 თებერვალს მოხდა:

"გამიმართლა, რომ ასეთი მეუღლე მყავს. ვანიკო მანებივრებს და ყველაფერში მიწყობს ხელს, არც სიურპრიზებს მაკლებს. მის გვერდით ყოველი დილა ბედნიერად თენდება. ზოგადად, დღის ეთერებზე ვარ, თუმცა გვიანობამდე მიწევს ხოლმე სამსახურში ყოფნა. რასაკვირველია, რთულია, სახლში დაღლილი რომ მივდივარ, მაგრამ ჩემი მუღლეც დაკავებულია და ფაქტობრივად, ამით ვაბალანსებ სახლში არყოფნას.

ხშირად მახარებს საჩუქრებით, არ დამავიწყდება ის დღე, როცა ხელი მთხოვა. ეს შარშან, 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მოხდა. იცის, რომ არ მიყვარს სახალხოდ ხელის თხოვნები, თუმცა სხვას რომ ვუყურებ, მომწონს. მოკლედ, არ ველოდებოდი ხელის თხოვნას, უბრალოდ, საღამოს გამომიარა და ჩაიზე დამპატიჟა ერთ-ერთ მშვიდ კაფეში. მომაწოდა თაიგული, რომელზეც ბარათი იყო დამაგრებული და რომ გავხსენი ეწერა: "გამომყვები ცოლად?" და ნიშნობის ბეჭედიც მომცა. ასე რომ 14 თებერვალი ის დღეა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ის მხოლოდ ვალენტინობა და სიყვარულის დღე არ არის, ვანიკომ მას ჩვენთვის სხვა დატვირთვა მისცა.

ათ წელზე მეტია, ვიცნობ. ერთმანეთი საერთო მეგობრებმა გაგვაცნეს და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ვანო დიდხანს არ იყო საქართველოში, საფრანგეთში სწავლობდა, მერე - ამერიკაში და ჩვენი მეგობრობა მხოლოდ მიმოწერით გრძელდებოდა, იშვიათად ვხვდებოდით. შარშანწინ, ზაფხულში მეგობრები შევიკრიბეთ და სწორედ იქ მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვისაც ბედს დავუკაშვირებდი. მოკლედ, ათწლიანი მეგობრობის მერე, მოულოდნელად "დაგვატყდა" თავს სიყვარული და სულ ვამბობ, ალბათ, ბედის ამბავია-მეთქი. მის გარეშე ცხოვრება ვეღარც წარმომიდგენია".

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ