ავტორი:

"ისეთი შემართებით ვარ, "ევროვიზიაზე" რომ გავიდე, გავიმარჯვებ" - რა მიმართვას უგზავნის გიორგი ნაკაშიძე თაყვანისმცემელ გოგოებს

"ისეთი შემართებით ვარ, "ევროვიზიაზე" რომ გავიდე, გავიმარჯვებ" - რა მიმართვას უგზავნის გიორგი ნაკაშიძე თაყვანისმცემელ გოგოებს

მეგაპროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დღევანდელ ტურში მაყურებელს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს სთავაზობს. შესრულდება არერთი ცნობილი ჰიტი. კონკურსში დარჩენილია 6 მონაწილე, რომლებმაც ამ ტურის შემდეგ ნახევარფინალში გადასვლის უფლება უნდა მოიპოვონ.

Ambebi.ge გიორგი ნაკაშიძეს ესაუბრა, რომელსაც ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა "ქარი ქრის" აქვს შესასრულებელი. როგორც ამბობს, ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა.

"ძალიან მომწონს და წესით, უნდა გამომივიდეს, ცოტა როკში და დრაივში იქნება. ამ სიმღერაზე მანანა მორჩილაძეთან (პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი) ერთად ვმუშაობთ. მის გარეშე რა იქნება?! ერთი სული მაქვს, როდის იქნება ლაივი, ასეთი განწყობა მაქვს," - გვეუბნება გიორგი.

- უკვე მესამე ტურია, ქართული სიმღერების შესრულება გიწევთ...

- ქართული სიმღერა ყოველთვის რთული შესასრულებელია და ამიტომაც საკონკურსოდ კარგია. თან, ალბათ იმას ნიშნავს, რომ "ევროვიზიაზე" ქართული სიმღერაა გასატანი.

- შენთვის, როგორც როკის მომღერლისთვის, ქართული სიმღერა როგორი შესასრულებელია?

- მაგარია, სერიოზული ადრენალინი მოაქვს და ხომ ვამბობ, რთული შესასრულებელია. ისე, სიმღერასაც გააჩნია, რას შეასრულებ. მოკლედ, ირაკლი ჩარკვიანის ტურის შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა. პირველ ლაივზე კი სიცხიანი ვიყავი და ისე ვერ შევასრულე, როგორც საჭირო იყო.

- გიორგი, ჯერჯერობით ამ კონკურსში ლიდერობას ვერ მიაღწიე... რატომ?

- მთავარია, ფინალში მივიდე და მერე, გამოჩნდება... აქამდე ისეთი ტურები იყო, ჩემი მაქსიმუმი ვერ შევძელი, ვერ ვაჩვენე, თან, ჩემი სტილისგან განსხვავებული სიმღერების შესრულებამ მომიწია. სხვა სტილის ნამუშევრების მორგება მომიხდა. გასულ ლაივზე მესამე ადგილზე ვიყავი, დღეს კი ყველაფერი უნდა გავაკეთო, ბოლომდე ვიბრძოლებ. მაქსიმუმი უნდა შევძლო.

- კონკურენტებს შორის როგორი განწყობაა?

- მშვენიერი, მეგობრები ვართ, ცუდია, რომ ყოველ კონცერტზე თითო მონაწილე პროექტს ეთიშება, უბრალოდ, ეს დასანანია, სხვა დანარჩენი, კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კარგად შევასრულოთ. ახლა ისეთი შემართებით ვარ, "ევროვიზიაზე" რომ გავიდე, იქაც ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებ, რა თქმა უნდა, თუ წავედი.

- როგორც გავიგე, ბევრი გოგო გულშემატკივარი გყავს. რას ეტყვი მათ?

- მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს თავყვანისმცემელ გოგოებს, რომ ასე ვუყვარვარ და მგულშემატკივრობენ, მაფასებენ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით, გოგოების ყურადღება.

- შეყვარებული არ ხარ?

- არა, შეყვარებული ბავშვობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი... სიყვარული ასე არაა, მოინდომო ვინმე შეიყვარო და ისიც მოვიდეს. სიყვარული თავისით და დაუძახებლად უნდა მოფრინდეს და გულში ჩაგიფრინდეს... უმაგრესი და საუკეთესო გრძნობაა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ