ავტორი:

"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს..." - რას ამბობენ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე მისი ძმა და ადვოკატი

"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს..." - რას ამბობენ დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე მისი ძმა და ადვოკატი

მამა გიორგის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკიდან მისი გაწერა ჯერჯერობით გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება, სადაც მას გამოკვლევები უტარდება. ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგის ინსულტის ნიშნები აქვს და დგინდება, თუ რამ გამოიწვია მარჯვენა ხელ-ფეხის შეზღუდვა.

"არასახარბიელო მდგომარეობა აქვს, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. პირადად შევხვდი მამა გიორგის. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკიდან გაწერა გამორიცხულია, რადგან სტაბილური მდგომარეობა არ აქვს. ინსულტის ნიშნები არის, მაგრამ კერას ვერ ნახულობენ. მაგის ძიებაში არიან," - განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც, რაც მისი ძმის, თორნიკე მამალაძის საპატრიარქოსთან აქციებს უკავშირდება.

"სულიერი სიძლიერე სჭირდებოდა და ისიც არ არგუნეს. აფერუმ მათ კაცობას, ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას", - დასძინა რამიშვილმა.

დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა მისმა ძმამ თორნიკე მამალაძემაც. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამა გიორგის ინსულტი აქვს, მარჯვენა ხელი აქვს გაკავებული და მეტყველების უნარი ჰქონდა დაკარგული.

"ღამით, 12-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ძმა ცუდად იყო. როგორც მოგვიანებით გავიგე, დღის 2 საათზე ჰქონია ჩემს ძმას შეტევა და 3-4 საათზე გადაიყვანეს კლინიკაში. ექიმმა მითხრა, გადარჩა, რადგან მისი ორგანიზმი ახალგაზრდაა, ინსულტის განმეორების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებაო. თავიდანვე, როცა საპატრიარქოსთან მივედით, ვამბობდით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა, ამ არაადამიანებმა ეს ყურადაც არ იღეს, არც შესულან მასთან", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეატყობინეს, მან საპატრიაქროში დარეკა, თუმცა, ძმის მოსანახულებლად არავინ მისულა.

"როცა ციხიდან დამირეკეს და მითხრეს რაც მოხდა, საპატრიარქოში დავრეკე და საქმის კურსში ჩავაყენე, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ ისურვა მისვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც საპატრიარქოში არიან, ჩემი ძმის სრულად განადგურება უნდათ, მაგრამ ერთს ვიტყვი, ვერ ეღირსებიან ვერასდროს! ნუთუ ვერაფრით ვუშველი ჩემს უდანაშაულო ძმას?! მას რომ რამე მოუვიდეს, ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ", - აცხადებს თორნიკე მამალაძე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წუხელ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ