ავტორი:

19 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

19 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 19 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი/წამში იქნება.

"დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმს და წვიმიანი ამინდი ხვალაც გაგრძელდება, თუმცა რიგ რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუმჯობესდება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარი, 20-25 მეტრი/წამში. თბილისს რაც შეეხება, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, თუმცა იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 20-25 მეტრი/წამში, რომელიც ხვალიდან 19 თებერვლამდე გასტანს", - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ