ავტორი:

"მამა გიორგის მდგომარეობა დამძიმდა" - დეკანოზის ადვოკატი

"მამა გიორგის მდგომარეობა დამძიმდა" - დეკანოზის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაის განცხადებით, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დამძიმდა. როგორც მან ღუდუშაურის კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს გადაადგილებაც კი უჭირს.

ადვოკატი ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობას პაციენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დამალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობა საზოგადოებას სწორ ინფორმაციას არ აწვდის, იმის თაობაზე რომ პაციენტი მძიმედ არის.

„დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, 3-5 წუთზე მეტ ხანს გაჩერების უფლებას არ გვაძლევენ. ამასთან, კლინიკის ხელმძღვანელობასა და უშუალოდ მის ზედამხედველ ექიმს მოვთხოვეთ, თუ რატომ არ ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენი მიზანიც სწორი ინფორმაცის მიწოდებაა, (რისთვისაც გუშინ მადლობას ვუხდიდი კლინიკის ხელმძღვანელობას), მაგრამ როცა ეს პოზიციები მოისმინეს, იქცეოდნენ აგრესიულად, გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ სურთ გამჟღავნონ ის რეალური ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ დეკანოზის დღევანდელი მდგომარეობა მისი დამძიმებისკენაა მიმართული. ამის თაობაზე კლინიკის ხელმძღვანელობა ინფორმაციას მალავს, რიგ შემთხვევებში ძალიან აგრესიულად იქცევიან. იმედს ვიტოვებ, რომ მათი ქმედება აგრესიიდან პირიქით, დეკანოზის მკურნალობისკენ იქნება მიმართული. როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ბევრად უფრო მძიმეა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვთხოვეთ პასუხი, თუ რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშულოდ მკურნალობენ მას, არიან აგრესიულები. ასევე აგრესია გამოიხატება იმაში, რომ ისინი გადმოდიან ჩხუბზე, კამათსა და თავხედობაზე“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ღუდუშაურის კლინიკასთან დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კი განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევები ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის ჩასატარებელი რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. დეკანოზმა კლინიკაში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

როგორც მამა ანდრიამ განაცხადა, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გარკვეულ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც საჯაროდ სათქმელი არ არის. დეკანოზის თქმით, მამა გიორგის ემოციური მდგომარეობა მძიმეა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„მამა გიორგის ზიარების შეფერხება არანაირად არ ხდება. მოძღვარი, რომელიც ჩათვლის შესაძლებლად აზიაროს მისი სულიერი მდგომარეობიდან და აღსარებიდან გამომდინარე, შეზღუდვა არ არის - ნებისმიერ სასულიერო პირს, იქნება მღვდელი, თუ მღვდელმთავარი შეუძლია აზიაროს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისეთი სურათი იხატებოდა, რომ ველოდებოდი, გაცილებით მძიმე იყო. მამაო საკმაოდ ენერგიულად არის. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას როგორც საშუალოს. რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა. მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა. განსაცდელი მასზე, მის ოჯახზე ძალიან დიდია და ამიტომ, არც შეიძლება სხვას ველოდებოდეთ", - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ნიკოლოზი უახლოეს პერიოდში აპირებს ზიარების მიზნით მოინახულოს მამა გიორგი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ