ავტორი:

მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა

მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში გამოიფინა

12-17 თებერვალს მხატვარ აკაკი ძნელაძის ნამუშევრები პარიზში პრესტიჟულ გამოფენაზე გამოიფინა. მხატვრის ორი ნამუშევარი - Primavera და პეიზაჟი წარმოდგენილ იქნა პარიზში Grand Palais-ში Art Capital-ის ფარგლებში. ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი მიწვევა ქართველი ფერმწერისთვის, რომლის შემოქმედებაც ამ პრესტიჟული ექსპოზიციის ფარგლებში 40 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა.

Art Capital აერთიანებს ხელოვნების სფეროში დამკვიდრებულ და ამომავალ ტალანტებს, Grand Palais-ში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების სიმბოლო და მონუმენტი გახლავთ.

ცნობილი ქართველი მხატვარი, აკაკი ძნელაძე დაიბადა 1958 წლის 18 იანვარს, ბათუმში. 1978-1983 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგში, რეპინის სახელობის ხელოვნების აკადემიაში. ძნელაძის შემოქმედებაზე ძლიერი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირის ჩაკეტილმა სივრცემ. მის მხატვრობაში იგრძნობა თავისუფლების ღრმა ნოსტალგია. მხატვრის ნახატები შთაგონებულია პეიზაჟების სიყვარულით და პასტორალური თემებით.

ასევე, მხატვარი გამორჩეულად აღიქვამს ქალის სილამაზეს. მნიშვნელოვანია სერია, რომელიც ქალის შიშველ სხეულს ასახავს სხვადასხვა რაკურსით. სწორედ ამ სერიით გაიცნო საერთაშორისო ხელოვნების სამყარომ აკაკი ძნელაძე. მას აქტიურად იწვევენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. განსაკუთრებით კი ძნელაძეს აღიარება მოუტანა 2017 წელს პარიზში, ლუვრის კარუსელის გამოფენაში მონაწილეობამ, სადაც მისმა ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს