აშშ-მა რუსი აგენტების დეპორტირება განახორციელა

აშშ-მა რუსი აგენტების დეპორტირება განახორციელა

BBC-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ სასამართლოს დასრულების შემდეგ 10 აგენტი, რომლებმაც აშშ-ს ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობა აღიარეს, ნიუ-იორკის ჯონ კენედის აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით გაამგაზავრეს.

რუსული მხარის ინფორმაციით, აშშ-ში დაკავებული რუსი აგენტების გათავისუფლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა რუსეთში აშშ-ს სასარგებლოდ შპიონაჟში ბრალდებული ოთხი მოქალაქე - სერგეი სკრიპალი, გენადი ვასილენკო, იგორ სუტიაგინი და ალექსანდრე ზაპოროჟსკი შეიწყალა.

მედვედევის პრესსამსახურის ხელმძღვანლის, ნატალია ტიმაკოვას განცხადებით, ყველა შეწყალებულმა, რომლებსაც დანაშაულის ჩადენა აღიარებული ჰქონდათ, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა და შეწყალება რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთა ინფორმაციით, სკრიპალის, ვასილენკოს, სუტიაგინისა და ზაპოროჟსკის შეიწყალა არ ნიშნავს, რომ ისინი აშშ-ს სპეცსამსახურებზე ან აშშ-სთან რაღა ფორმით მუშაობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთში გათავისუფლებული მოქალქეები შპიონაჟის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს და შექმნილ ვითარებაში იძულებული იყვნენ, აღიარებითი ჩვენებები მიეცათ.

აშშ-ს საგარეო უწყების ინფორმაციით, აშშ-ში შპიონაჟის ბრალდებულთა დაკავება იმის გამო მოხდა, რომ ერთ-ერთი მათგანი აშშ-ს დატოვებას გეგმავდა. სახელმწიფო დეპარტამენტი უშუალოდ პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის შემდეგ რუსი აგენტების დაკავებას "შემთხვევითობად" მიიჩნევს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა