ავტორი:

"თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი..." - რა აჩვენა მიხეილ სააკაშვილის გენეტიკურმა ტესტმა და ვინ აღმოჩნდა ის 1%-ით

"თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი..." - რა აჩვენა მიხეილ სააკაშვილის გენეტიკურმა ტესტმა და ვინ აღმოჩნდა ის 1%-ით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის 99%-ით ქართველია. სწორედ ეს შედეგი აჩვენა გენეტიკურმა ტესტმა, რომელიც სააკაშვილმა აშშ-ში გაიკეთა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული" - ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში. არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან.

ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია. აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია, ევროპელთან ქორწინებით.

ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე" და ტესტის შედეგებსაც ასაჯაროვებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს