აშშ-მა ქიმიური იარაღის 75% უკვე გაანადგურა

აშშ-მა ქიმიური იარაღის 75% უკვე გაანადგურა

2010 წლის 1 ივლისის მონაცემებით, აშშ-ში ქიმიური იარაღის საერთო მარაგის 75% განადგურდა. შედეგად, უტილიზაციას დაექვემდებარა 22985 ტონა მომწამლავი ნივთიერება და 2,1 მილიონი ჭურვი. ამ წლის თებერვლის მონაცემებით, აშშ-ში მარაგის 70% იყო განადგურებული.

1990 წელს, როცა ქვეყანაში ქიმიური იარაღის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გამოცხადდა, მარაგი 31,5 ათას ტონას ითვლიდა.

ამერიკული კანონმდებლობისა და "ქიმიური იარაღის აკრძალვის" კონვენციის ჩარჩოებში სახელმწიფოს მიერ 1993 წელს აღებული ვალდებულების თანახმად, აშშ-მა ამ იარაღის 90% უნდა მოსპოს. ამერიკელები პროცესის დასრულებას 2018 წლისთვის გეგმავენ. მანამდე კი იარაღის უტილიზაციისთვის ქიმიური ნივთიერებების გადამამუშავებელი ქარხნები უნდა აიგოს. 

ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ასეთი იარაღი გააჩნიათ, გაცხადებული მარაგების ნახევარი უკვე განაადგურეს.

ორგანიზაციაში 188 ქვეყანაა გაწევრიანებული, მათ შორის რუსეთი. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერა, მაგრამ მის რატიფიცირებას არ ჩქარობს ისრაელი.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე