ავტორი:

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორისაა!

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორისაა!

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა პედაგოგთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტში დასახელდა.

2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ. წელს ამ პრიზისთვის აფხაზავას გარდა კიდევ 49 ფინალისტი იბრძოდა.

2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ 10 ფინალისტი მსახიობმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა:

„როდესაც მე ვიყავი პატარა, მრავალი სუპერ გმირი არსებობდა, ვინც მინდოდა ვყოფილიყავი. თუმცა, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, მთელი ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილი სუპერ გმირები მასწავლებლები არიან - ისინი ცვლიან სამყაროს" - განაცხადა ჯეკმანმა ვიდეომიმართვაში, რომელსაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ავრცელებს.

ვლადიმერ აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. მისმა მოსწავლეებმა ბევრი რამ შეძლეს სოფლისთვის: დაადგმევინეს ნაგვის ურნები, მდინარის ჯებირები გააკეთებინეს, საფეხმავლო ხიდები და სანიაღვრე არხები აღადგენინეს, დამსკდარი მილები გამოაცვლევინეს და ა.შ.

სკოლაში დიდ ყურადღებას აქცევენ მწვანე ნარგავების, განსაკუთრებით კოლხური ბზის მოვლა-პატრონობას და შემდეგ მათ გაშვილებას. მიტოვებულ შენობაში დაწყებული საქმიანობა იმ დონეზე განავითარეს, რომ უკვე 4 000 ევროიანი დაფინანსება აქვთ და მაღალი დონის სათბურსაც აკეთებენ წაიკითხეთ მეტი ლადო აფხაზავას შესახებ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ