ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე „აქსის თაუერსში“ განთავსებულმა სასტუმრო PULLMAN-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს უმასპინძლა.
კომპანია „აქსისის“ ტურიზმის განვითარების დირექტორმა გიორგი სამარგულიანმა და თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ მარიამ ქვრივიშვილს 5-ვარსკვლავიანი PILLMAN-ის სასტუმროს სადემონსტრაციო ნომრები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს.
სასტუმრო PULLMAN-ი ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდია, რომელიც საქართველოში „აქსის თაუერსის“ მინის კოშკში განთავსდება. ის გამორჩეულია სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით.
გიორგი სამარგულიანმა აღნიშნა, რომ 226-ნომრიან სასტუმროში საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას. ამ სივრცეების 20 000 კვ.მ-ზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც 140 მეტრის სიმაღლიდან იშლება, 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავითა და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე, ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელი ნაწილია.
_2019-02-21_w5qPKDMg9ff.jpg)
სასტუმრო „პულმანში“ დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „აქსის თაუერსში“ განთავსებული სასტუმრო „პულმანი“ პირდაპირპროპორციულად ეხმიანება ქვეყნის სტრატეგიას საქმიანი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აქ არსებული ინფრასტრუქტურა და მთლიანად პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის.
თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „აქსის თაუერსის“ მნიშვნელობას: „აღსანიშნავია, რომ „აქსის თაუერსი“ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბურობით, ისე იმითაც, რომ ის მთლიანად ქართული პროექტია. ინვესტიციის მოცულობა დღეისთვის 92 მლნ დოლარს შეადგენს და ჩვენ ვამაყობთ მისით“, - აღნიშნა ებრალიძემ.
_2019-02-21_Jrkow3HZd2yLJ.jpg)
NS