ავტორი:

საფრანგეთის სკოლებში მობილურები აკრძალეს - როგორ ჩამოვაშოროთ ბავშვები სმარტფონებსა და ვირტუალურ სამყაროს

საფრანგეთის სკოლებში მობილურები აკრძალეს - როგორ ჩამოვაშოროთ ბავშვები სმარტფონებსა და ვირტუალურ სამყაროს

გასული წლის ივლისში საფრანგეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში ტელეფონით სარგებლობა აეკრძალათ. მასწავლებლები ჩიოდნენ, რომ ბავშვები უყურადღებონი გახდნენ და გაკვეთილზე ტელეფონებში არიან ჩამძვრალი. საფრანგეთში გამოსავალი იპოვეს - 15 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, სადილის დროსაც კი, სკოლაში ტელეფონით სარგებლობა აეკრძალა (წყარო: Business Insider).

ქვეყნის ხელისუფლება შეშფოთებული იყო იმით, რომ ბავშვები ზედმეტად დამოკიდებულები გახდნენ თავიანთ ტელეფონზე. აკრძლვაში მოხვდა არა მხოლოდ ტელეფონები, არამედ პლანშეტებიც და ჭკვიანი საათებიც. თუმცა, სკოლები თავად ირჩევენ, გამოიყენებენ თუ არა ამ აკრძალვას.

როგორ ფიქრობთ, ღირს იგივეს გაკეთება საქართველოს სკოლებშიც? სმარტფონებზე დამოკიდებულება არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც აქტუალური პრობლემაა.

"რაც შეეხება 6-დან 12-13 წლამდე ასაკს, ხშირია პრობლემები სკოლაში, კომპიუტერზე და გაჯეტებზე დამოკიდებულება, შიშები... ბოლო დროს ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებად შეიძლება მივიჩნიო მეტყველების განვითარების ჩამორჩენა, ინტერნეტზე და გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვები, აუტისტური სპექტრის აშლილობა და აგრესია. ყურადღების დეფიციტი ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო დროს შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. რაც შეეხება ტელევიზორს, კომპიუტერს, გაჯეტებს, ეს თანამედროვე საზოგადოების სენად იქცა, რამაც გაწყვიტა კავშირი დედასა და შვილს, და-ძმასა და თანატოლებს შორის, ჩაანაცვლა ცოცხალი ურთიერთობები, შეზღუდა ფიზიკური აქტივობა, მთლიანად აითვისა ბავშვის ყურადღება, დრო და ინტერესი, რის შედეგადაც მივიღეთ უამრავი ქცევის დარღვევა, გონებრივი განვითარების შეფერხება და კიდევ მრავალი პრობლემა. ასევე აქტუალურია შიშები, რომელიც ხშირად ბავშვების ინტერნეტ-სივრცეში უკონტროლო მოგზაურობის შედეგია. ინტერნეტსივრცე დატვირთულია ზედმეტად ხმაურიანი, ძალადობის ელემენტებით გაჯერებული რეკლამებით, რაც ხშირად ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება", - აღნიშნავს ერთ-ერთ გამოცემასთან ინტრევიუში ბავშვთა ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ირმა ფეიქრიშვილი.

როდესაც მოზარდი სამყაროს შეცნობას იწყებს, მშობლების ვალია, დაეხმაროს მას სამყაროს კვლევაში და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ფსიქოლოგების რჩევით, მშობლებმა მეტი დრო უნდა გაატარონ ბავშვებთან, მოუსმინონ მათ, გარდა ამისა, მოზარდები უნდა დაკავდნენ სპორტით, ხელოვნებით, მშობლები შვილებთან ერთად უნდა ჩავერთონ თამაშებში. ამ საქმეში, მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ შერჩეული სათამაშოებია.

1. თავსატეხი

თავსატეხი (დასახარისხებელი) - არის ტრადიციული სათამაშო 2 წლის ასაკის ბავშვისთვის, რომელიც ერთდროულად ართობს ბავშვს და მის წინაშე ახალ ამოცანებს აყენებს. მოცემული სათამაშოს მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა მოძებნოს ობიექტისთვის შესაფერისი ფორმის ნახვრეტი. მისი მეშვეობით პატარა ფორმების კლასიფიკაციას ახდენს და ბავშვს მოძრაობის კოორდინაცია უვითარდება.

2. კონსტრუქტორი

კონსტრუქტორი არასოდეს გადავა მოდიდან! მისი მეშვეობით ბავშვი ინფორმაციას იღებს ფერებისა და სიმეტრიის შესახებ და ასევე, იუმჯობესებს წვრილ მოტორიკას. იმ ბავშვებისთვის, რომლებიც პატარები არიან, მაგ., საიმისოდ, რომ Lego Duplo-ით ითამაშონ, კარგად გაერთობიან ხის კუბიკებით.

3. რბილი სათამაშოები

რბილი სათამაშოების შერჩევა დიდი ყურადღებით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი 2-3 წლის და უფრო პატარაა არის. სათამაშო უნდა იყოს მტკიცე და უსაფრთხო. სიუჟეტური თამაშები რბილი სათამაშოების და თოჯინების გამოყენებით საუკეთესო საშუალებაა ლაპარაკის სასწავლებლად და სახელების გასაცნობიერებლად. გარდა ამისა, რბილ სათამაშოებთან ურთიერთობით, პატარას პირველი შეხება აქვს ცხოველთა სამყაროსთან და მათი მეშვეობით, ექმნებათ წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებიან შინაური თუ გარეული ცხოველები. და ბოლოს, ბავშვის ახალი "მეგობარი" - რბილი სათამაშო იქნება ეს, თუ თოჯინა - საუკეთესო ობიექტია, ისეთი თამაშებისთვის, რომლებიც ცხოველებზე და ადამიანებზე იმიტირებულ ზრუნვას გულისხმობს.

4. სურათებიანი წიგნები

სურათებიანი წიგნები - უნივერსალური საშუალებაას ბავშვის სწავლა-განვითარებისთვის. მათი მეშვეობით, ის პირველ სიტყვებს სწავლობს, ახდენს მათ ასოცირებას გამოსახულებასთან, ეცნობა პირველ ისტორიებს, იწყებს მათი დასაწყისის, შუა ადგილისა და ბოლოს გარჩევას, მშობლებთან ერთად, იმის განხილვას იწყებს, რასაც წიგნის გვერდებზე ხედავს.

5. სათამაშოები ფიზიკური აქტივობისთვის

ბავშვის ფიზიკური ძალების მატებასთან ერთად, მას უფრო მეტი დრო ესაჭიროება ფიზიკური აქტიურობისთვის. ამ პერიოდიდან, უკვე ისეთი სათამაშოების ჯერი დგება, რომლებიც მას ფიზიკურ უნარებს განუვითარებს - ბურთი, ველოსიპედი, სკუტერი. თამაშის დროს, ამოცანა რაც უფრო რთულად შესასრულებელია, მით უფრო სწრაფად მოხდება ბავშვის განვითარება - და პარალელურად, განვითარდება მისი ფიზიკური მონაცემებიც.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ