ავტორი:

"ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ..." - პატრიარქის ემოციური სამძიმარი გარდაცვლილ 23 წლის სტიქაროსანზე

"ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ..." - პატრიარქის ემოციური სამძიმარი გარდაცვლილ 23 წლის სტიქაროსანზე

21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა ახლადგარდაცვლილი 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ილია II-ს მთავარი სტიქაროსანი იყო. პანაშვიდი პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა.

ვიდეო: ემოციური სიტყვა, რომლითაც ილია მეორე თავის გარდაცვლილ სტიქაროსანს გამოემშვიდობა

პატრიარქი საკუთარ სტიქაროსანს ასე გამოემშვიდობა:

"ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი. შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ. მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.

ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ. დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის" - ბრძანა ილია მეორემ.

ლევან ბორტიშვილი ბოლო წლების განმავლობაში პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი იყო. 23 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გახდა.

სიონში გადახდილი პანაშვიდის ფოტოები და პატრიარქის სამძიმარი საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ