ავტორი:

"მყავს ტყუპი და, არანაირად არ ვგავართ ერთმანეთს" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც "საქართველოს ვარსკვლავში" მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტია

"მყავს ტყუპი და, არანაირად არ ვგავართ ერთმანეთს" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც "საქართველოს ვარსკვლავში" მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტია

"17 წლის ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელსაც ბავშვობიდანვე უყვარს მუსიკა, დამთავრებული აქვს საფორტეპიანოს განხრით ექვსწლედი და კონსერვატორიაში საკომპოზიციო განხრით სწავლის გაგრძელება სურს" - ამბობს "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტი ლიზა კალანდაძე, რომელიც ბოლო 2 ლაივის გამარჯვებულია. იმედს არ კარგავს და იბრძვის იმისთვის, რომ "ევროვიზიაზე" საქართველო წარმოადგინოს.

- პირველად მუსიკალური მონაცემები ჩემში ოჯახმა, კონკრეტულად, ბებიამ აღმოაჩინა და მე და ჩემი ტყუპი და მუსიკაზე მიგვიყვანეს. იქიდან მოყოლებული დავდივართ იმავე პედაგოგთან და ამ სფეროს ვერ ველევით.

- გავხართ ტყუპი ერთმანეთს?

- არანაირად - არც გარეგნულად და არც - ხასიათებით. განსხვავებულები ვართ. ის ჩემზე უფრო ფრთხილია. თუ მე ორი წლის წინ სცენაზე გამოვყავი თავი და "X ფაქტორში" დავდექი, ნიკი ჯერაც არ დგამს ამ ნაბიჯს. კარგად ზომავს და როცა მზად იქნება, აუცილებლად გამოვა.

- სცენაზე გამოსვლით უკმაყოფილო არ ხარ...

- არ ვნანობ და არც უკმაყოფილი ვარ, რომ სცენაზე დავდექი, სულ მუსიკაში ვარ და მინდა, ბოლომდე და ხარისხიანად ამ სფეროში ვიყო... რასაც ვაკეთებ, ვიღაცას მაინც უნდა მოეწონოს.

- სცენაზე დიდი ემოციით მღერი და მაყურებლის ყურადღებას იქცევ...

- ეს ჩემი საქმეა, მიყვარს და ალბათ ამიტომ. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც სადღაც მედიტირებენ და რაღაც სხვა განზომილებაში გადადიან. სცენა ჩემთვის არის ადგილი, კარგი საშუალება, რომ სათქმელი ვთქვა. თან, მომღერლობა ჩემი პროფესიაა და ისეთი მდგომარეობა, რომელიც მიყვარს და არასდროს მინდა, იქიდან სხვაგან წასვლა. თუ როლში შევდივარ, აუცილებლად ხალხსაც ვითრევ და ვართ ასე, ერთ სხეულად გარდასახულები. მოკლედ, ეს არის ის, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამომდის. რომ არა მუსიკა, პროფესიას ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ხელოვნების რომელიმე დარგში ავირჩევდი. ეს არის ხელოვნებაში ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და სიმღერას რაღაცეების გამოსახატად ვიყენებ.

- მეთერთმეტეკლასელი ხარ, დრო რისთვის გრჩება?

- დავიწყე სერიოზული მეცადინეობა და ჩემი გეგმები შეიცვალა... ასე რომ, ჯერ ამ პროექტში ვარ მთლიანად ჩართული და ვერაფრისთვის ვიცლი... ხვალ ორი სიმღერა გვაქვს კონკურსანტებს შესასრულებელი - ერთი ქართული და მეორე - ინგლისური. ყველა თავის მაქსიმუმს დადებს, რადგანაც თითოეული მომღერალზეა მორგებული. ისე, ქართული სიმღერის შესრულება ყველაზე მეტად მომწონს, თუმცა რთულია, სალაპარაკო ენაზე უნდა იმღერო და იმით მოიტანო გრძნობა და ემოციები, ზღვარზე გახვიდე. მოკლედ, ძალიან მომწონს და მგონია, რომ ინგლისურ სიმღერაზე კარად გამომდის. სცენიდან ჩემს ნამღერს იმ ადამიანებს ვუძღვნი, რომლებიც მიყვარს, ვუყვარვარ და რომლებიც მისმენენ.

- კიდევ გკითხავ, "ევროვიზიაზე" მოგიწევს საქართველოს წარდგენა?

- თუ წამიყვანთ, აუცილებლად წავალ როგორც საუკეთესო მომღერალი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ