ავტორი:

აირჩიე შენი ფავორიტი "საქართველოს ვარსკვლავში" - მიიღე მონაწილეობა AMBEBI.GE-ს გამოკითხვაში!

აირჩიე შენი ფავორიტი "საქართველოს ვარსკვლავში" - მიიღე მონაწილეობა AMBEBI.GE-ს გამოკითხვაში!

"საქართველოს ვარსკვლავის" ფინალური ოთხეული ცნობილია - ერთ კვირაში მთელი საქართველო გაიგებს, ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას 2019 წლის "ევროვიზიის" კონკურსზე. ფინალში ერთმანეთს საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები დაუპირისპირდებიან: ლიზა კალანდაძე, ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე და გიორგი ფრუიძე. ახლა თითოეული ამბობს, რომ ფინალში მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მოიგოს.

"საქართველოს ვარსკვლავის" ფინალური შოუ 3 მარტს გველოდება. გრანდიოზულ ღონისძიებაზე მაყურებლის სიმპატია გამოვლინდება და პროექტის მხარდამჭერები საკუთარ ფავორიტებს დააჯილდოვებენ.

AMBEBI.GE მუსიკალური პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია, ამიტომ გვსურს ჩვენი საიტის მკითხველის სახელითაც გამოვავლინოთ კონკურსში ჩვენი ფავორიტი. ამისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში AMBEBI.GE-ს საიტზე შეძლებთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტისთვის ხმის მიცემას და რჩეულის გამოვლენას.

AMBEBI.GE-ს მკითხველის რჩეული 3 მარტს, "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალურ კონცერტზე დასახელდება და დაჯილდოვდება ჩვენი ვებ-გვერდის მიერ დაწესებული პრიზებით.

გთხოვთ მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში, რომელსაც საიტზე ყველა სტატიის ბოლოს ნახავთ!

გამოკითხვა შეწყდება 3 მარტს, 22:00 საათზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ