ავტორი:

პოტენციური თაღლითი თუ გულუბრყვილო - როგორ იყენებს "პალიტრამედიის" სახელს "ცრუდიმიტრი" ჩუმლაყიდან

პოტენციური თაღლითი თუ გულუბრყვილო - როგორ იყენებს "პალიტრამედიის" სახელს "ცრუდიმიტრი" ჩუმლაყიდან

24 თებერვალს "რუსთავი 2"-ის ეთერში (სანზონაში საპროტესტო აქციის შესახებ სიუჟეტი გადიოდა), ვინმე ალექსანდრე ახალმოსულიშვილი საუბრობდა და ტიტრებად ეწერა - "მედია პალიტრას" დამფუძნებელი".

ჯერ ვიფიქრე, რომ მომეჩვენა, მერე ჩავთვალე, რომ ტექნიკური შეცდომა იყო, თუმცა... დიახ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, "ცრუდიმიტრი" ნამდვილად არსებობს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია პალიტრა" 2017 წელს მართლაც დაურეგისტრირებიათ ზემოხსენებულ ალექსანდრე ახალმოსულიშვილსა და ვინმე აკაკი მთივლიშვილს. ორგანიზაციის მისამართად მითითებულია გურჯაანის რაიონის სოფელი ჩუმლაყი, მე-3 ქ. N48.

სახელწოდება "პალიტრა" არის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი "კვირის პალიტრის" მიერ და მფლობელს აქვს უფლება მოითხოვოს ამ სახელწოდების გამოყენების აკრძალვა სხვა პირების მიერ. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები კი არა, ამ ამბის მორალური მხარეა.

იქნებ არ იცოდნენ ზემოხსენებულმა პირებმა, რომ ჰოლდინგი "პალიტრამედია" უკვე 23 წელზე მეტია არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გავლენიანი და მაღალი რეპუტაციის მქონე ბრენდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში?!

ჩვენი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ახალმოსულიშვილს, რომელმაც თქვა - ციტატა (სტილი დაცულია): "ვთანამშრომლობდი თქვენს კომპანიასთან (რამდენიმე წლის წინ ახალმოსულიშვილი მართლაც თანამშრომლობდა "პალიტრამედიის" შემადგენლობაში შემავალ "მკურნალთან". - ავტ.) და ამის მერე წარმოიქმნა იდეა, რომ გვქონოდა სახელწოდება ზუსტად ისეთი... "თუმცა მოგვიანებით თქვა, ციტატა (სტილი დაცულია): "განაცხადი (იუსტიციის სახლში) შევიტანეთ სხვა სახელწოდებით, ის სახელწოდება იყო დაკავებული და მერე ოპერატორმა გვირჩია, რომ ეს სახელწოდება ("მედია პალიტრა". - ავტ.) არის თავისუფალი და დარეგისტრირდით ამ სახელწოდებით" - ციტატის დასასრული. მისივე განმარტებით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქველმოქმედებაა.

სიტყვებზე არავის გამოვეკიდებით, მაგრამ თავად განსაჯეთ, როგორი "დამთხვევაა", რომ ახალმოსულიშვილი თანამშრომლობდა "პალიტრამედიასთან", გაუჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების იდეა და იუსტიციის სახლის ოპერატორმა ურჩია, რომ ორგანიზაციას მაინცდამაინც "მედია პალიტრა" დაარქვას. თქვენი მონა-მორჩილი რომ მივიდეს იუსტიციის სახლში და დაარეგისტრიროს არასამთავრობო ორგანიზაცია, ვთქვათ, "მერსედეს ბენცი" (დავუშვათ, ოპერატორმა მირჩია ასე) და შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბროს როგორც "მერსედეს ბენცის" დამფუძნებელმა, პირველ რიგში, რას იფიქრებთ?! სავარაუდოდ, იმას, რომ ეს ადამიანი არის პოტენციური თაღლითი ან სუპერგულუბრყვილო. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ