ავტორი:

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს - ფოტოები აეროპორტიდან

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში ჩამოასვენეს - ფოტოები აეროპორტიდან

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური, დავით რაზმაძე საქართველოში რამდენიმე წუთის წინ ჩამოასვენეს.

ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილი მეზღვაურის ოჯახის ახლობლები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარდა, 21 იანვარს კი, ქართველი მეზღვაური სანაპიროზე, გარდაცვლილი იპოვეს. დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას საქართველოშიც გეგმავს. 23 წლის მეზღვაურის ცხედარს ჯერ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ კი გორში გადაასვენებენ.

ფოტო: ქრისტინე ასლამაზაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ