ავტორი:

"წარმოიდგინეთ, "დაშლილებში" მაღალ ქუსლებზე და მაკიაჟით რომ ვიარო" - 21 წლის გოგონა, რომელიც გაფუჭებული ავტომობილების გაკეთებაში დაგეხმარებათ

"წარმოიდგინეთ, "დაშლილებში" მაღალ ქუსლებზე და მაკიაჟით რომ ვიარო" - 21 წლის გოგონა, რომელიც გაფუჭებული ავტომობილების გაკეთებაში დაგეხმარებათ

ანა აბაშიძე რამდენიმე თვეა, რაც ავტოასისტენტად მუშაობს. მიზანდასახული და ექსპერიმენტების მოყვარული 21 წლის სტუდენტი გოგონა ხშირად ამსხვრევს სტერეოტიპს. 16 წლის იყო, კაფეში რომ დაიწყო მუშაობა ჭურჭლის მრეცხავად, შემდეგ მუშაობდა მიმტანადაც, არიგებდა ფლაერებს. მოკლედ, პატარ-პატარა სურვილების დასაკმაყოფილებლად თავისი შემოსავალი ჰქონდა, რაც დამოუკიდებელს ხდიდა.

- მიყვარს ექსპერიმენტები. სულ მაინტერესებდა, როგორი შეგრძნება იყო დამოუკიდებლობა. მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა და სურვილის მიხედვით გადამენაწილებინა ხარჯები. იმის საჭიროება, რომ ასეთ ასაკში მემუშავა, ნამდვილად არ იყო. მშობლები ზრუნავდნენ, რომ რაც მინდოდა, არ მომკლებოდა, მაგრამ გამიჩნდა ინტერესი, თვითონ მეშოვა ფული. ვფიქრობდი, რომ უკვე დიდი ვიყავი და არავინ იყო ვალდებული, ჩემთვის რაღაცები ეყიდა. კარგად მახსოვს, პირველად 400 ლარი ავიღე ხელფასი და ძალიან გამიხარდა. ის ფული უაზრო რამეებში გავფლანგე, რადგან მაშინ არ ვიცოდი, სწორად როგორ გადამენაწილებინა.

- არა მგონია, ბავშვობაში ავტოასისტენტობაზე გეოცნება...

- სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ეს საქმე ყოველთვის მომწონდა. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მქონოდა საკუთარი პროფილაქტიკა და მანქანები შემეკეთებინა, რაც ნაწილობრივ ავიხდინე კიდეც. ავტომანქანები მამაჩემისა და ჩემი ძმის წყალობით პატარაობიდანვე შემიყვარდა. 13-ის ვიყავი, როდესაც მამამ დამოუკიდებლად დამსვა საჭესთან და მას შემდეგ ვმართავ ავტომობილს.

- როგორც მითხარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ხარ. ეს პროფესია რატომ აირჩიე?

- იმდენად დამოუკიდებელი ვარ, რომ ვიცოდი, დიდხანს ვერსად ვიმუშავებდი, როგორც დაქირავებული, დაქვემდებარებული პირი. მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა და ამიტომაც გადავწყვიტე მესწავლა, როგორ ვაკეთო ბიზნესი. მარკეტინგი და პიარი მომწონს, ამ კუთხით მინდა განვვითარდე. სამომავლოდ ბევრი იდეა და გეგმა მაქვს, მთავარია, როგორ განვახორციელებ.

- რა გევალება როგორც ავტოასისტენტს? როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?

- ჩემმა ძმამ, რომელმაც ეს კომპანია დააფუძნა, მომცა საშუალება მეკეთებინა საქმე. ვიცი, უკვე ბევრი ქალი ტაქსაობს, მაგრამ ავტოასისტენტი ქალი აქამდე არავინ ყოფილა, პირველი ვარ. მე მევალება მივიდე კლიენტთან, წამოვიყვანო მანქანა, ვაჩვენო ხელოსანს, გავარკვიო რა სჭირს, რა დაჯდება მისი შეკეთება და მერე კლიენტს ამის შესახებ შევატყობინო. თუ მისთვის მისაღებია შეთავაზებული ფასი, შევაკეთებინო და დავუბრუნო "ჯანმრთელი", "ნამკურნალევი" ავტომობილი. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მანქანა მიმყავს გასარეცხადაც, ტექდათვალიერებაზეც. დანარჩენ დროს ოფისში ვმუშაობ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ