ავტორი:

შოთა და აკაკი სანაგვეზე - როგორ აღმოჩნდა ქართველი პოეტების პორტრეტები ქუჩაში

შოთა და აკაკი სანაგვეზე - როგორ აღმოჩნდა ქართველი პოეტების პორტრეტები ქუჩაში

ქართველმა ფეისბუქმომხმარებელმა გააზიარა ფოტო, სადაც ჩანს, რომ სანაგვესთან აკაკის და შოთას პორტრეტები აწყვია.

„კატაც იყო აქა და მოთქვამდა - ქართველობა წაგვართვესო ვაბშე, მაგრამ დამემალა ბუნკერში,“ - წერს პოსტის ავტორი.

კომენტარებში სოციალური ქსელების მომხმარებლები აღშფოთებას არ მალავენ :

„მე რატომ არ მხვდება რა? ამაზე უკეთესი რა უნდა დაკიდო კედელზე რეგვენო-გადამყრელო...”

„ეს დილა არ უნდა იყოს მშვიდობისა! კატაც იმიტომ დაიმალა სირცხვილისგან.“

თუმცა ფოტოს ავტორი კომენტარებშივე განმარტავს, რომ ფოტოები მთაწმინდაზე 47 სკოლიდან იყო გამოტანილი.

„სკოლას რემონტის დროს დაუზიანდა და ახლები დაკიდა სამი მაგხელები, ეს კი მიაწყო იქვე, ბუნკერში არ ჩაუყრია,“ - წერს ბარამიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს