ავტორი:

ახალწვეულზე ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე შესაძლოა, ორი სამხედროს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ახალწვეულზე ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე შესაძლოა, ორი სამხედროს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ახალწვეულ ქიაზიმ კახრამანოვის მიმართ შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტზე, შესაძლოა, ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილემ ირაკლის ბაზერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"კრწანისში" წვევამდელ ქიაზიმ კახრამანოვის შესაძლო ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულო ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იკვეთება ორი სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ: მიმდინარე წლის 9 მარტს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებმა ლ.გ.-მ და ა.მ.-მ ახალწვეულებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე ახალწვეულისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, შემდგომ მათი კუთვნილი მცირედი თანხების დაუფლების მიზნით. ამჟამად სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ტარდება ქმედითი საგამოძიებო ღონისძიებები ხსენებულ დანაშაულში მონაწილე ყველა სავარაუდო ბრალდებულის გამოვლენის, მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და კანონის სრული სიმკაცრით დასჯის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს სსკ 181-ე და 386-ე მუხლებით. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა დადგინდეს სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების დასრულებამდე, აღნიშნული ქვედანაყოფის სამეთაურო რგოლს შეუჩერდება უფლებამოსილება", - განაცხადა ბაზერაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ