ავტორი:

რა დაემართა თქვენს "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამს"

რა დაემართა თქვენს "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამს"

„ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობს. უკვე მეორე დღეა, მომხმარებლების ნაწილს სოციალურ ქსელებში შესვლა საერთოდ არ შეუძლია, ნაწილისთვის კი ფოტოების ატვირთვა და პოსტების გაზიარებაა შეზღუდული.

BBC წერს, რომ „ფეისბუქის“ არსებობის მანძილზე ეს ყველაზე დიდი ხარვეზია, რომლის სრულად აღმოფხვრა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს.

„ინსტაგრამის“ მომხმარებლების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ შეუძლია ფოტოების ნახვა, „ფეისბუქის“ მესინჯერის დესკტოპის ვერსია ასევე არ ირთვებოდა, თუმცა მობილურის აპლიკაციის საშუალებით შეტყობინებების გაგზავნა შესაძლებელი იყო.

პრობლემები შეექმნა „ფეისბუქის“ კიდევ ერთ აპლიკაციას, WhatsApp-ს.

„ვიცით, რომ მომხმარებლების ნაწილს პრობლემები აქვს აპლიკაციების მოხმარებასთან დაკავშირებით. ვცდილობთ, ხარვეზი რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ“, - დაწერა "ფეისბუქმა" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლებს გადაწვა ემუქრება - ევაკუირებულებს შორის, არნოლდ შვარცნეგერის ოჯახიცაა

ალ-ბაღდადის ორი ცოლი  ჯარისკაცებმა მოკლეს, თავად  კი შვილებთან ერთად გვირაბში გაიქცა და თავი აიფეთქა -  უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციის დეტალები