ავტორი:

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლებს გადაწვა ემუქრება - ევაკუირებულებს შორის, არნოლდ შვარცნეგერის ოჯახიცაა

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლებს გადაწვა ემუქრება - ევაკუირებულებს შორის, არნოლდ შვარცნეგერის ოჯახიცაა

კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესში მდებარე ფეშენებელურ სახლებსაც დაემუქრა.

"როიტერსის" ინფორმაციით, ათასობით ევაკუირებულს შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კლარკ გრეგი.

"ტერმინატორის" ვარსკვლავს ლოს ანჯელესის მთიან ნაწილში 1 500 კვ.მ-ზე გადაჭიმული სასახლე აქვს - 7 საძინებლით, 10 აბაზანით, გამწვანებული ეზოთი და აუზით. სახლის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.

NBA-ს ვარსკვლავის, ლებრონ ჯეიმსის თეთრი ვილა, რომლის ღირებულებაც 23 მილიონი დოლარია

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ალმა ლოს-ანჯელესში მდებარე ჟან-პოლ გეტის მუზეუმიდან დაახლოებით 3 კილომეტრში 8 შენობა ნაგებობა გაანადგურა და 5 დააზიანა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მიმართულებით გადაინაცვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრთხე დაემუქრა ლოს-ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმსაც.

გეტის მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილია დასავლური ხელოვნება შუა საუკუნეებიდან დღემდე, მუზეუმში გამოფენილია უძველესი ექსპონატები საბერძნეთიდან, რომიდან... ვიზიტორთა რაოდენობა წლის განმავლობაში არის 1,3 მილიონი.

ცეცხლი გეტის მუზეუმის სიახლოვეს

კალიფორნიაში ხანძარს ასობით მეხანძრე 24-საათიან რეჟიმში ებრძვის. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძარმა 20 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

საცხოვრებელი სახლის დატოვება 180 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა. შტატის ნაწილში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. ხანძრის გამო ამ დროისათვის მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

პენტაგონი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ვიდეოს ავრცელებს

შიდსითა და C ჰეპატიტით დაავადებული ათასობით ტერორისტი განაჩენის მოლოდინშია - უმძიმესი ფოტოები ციხიდან

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები