ავტორი:

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანას სცემა" - რის გამო დაიწყო ბაგრატიონების ორ შტოს შორის დაპირისპირება

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, დავითმა ანას სცემა" - რის გამო დაიწყო ბაგრატიონების ორ შტოს შორის დაპირისპირება

ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ირგვლივ დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები ითხოვენ დავით ბაგრატიონ მუხრანელს საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენების უფლება აეკრძალოს. საქმის განხილვა მოსამართლე მაია გიგაურის თავმჯდომარეობით მიმდინარეობს და საბოლოოდ სამი მოსამართლის შემადგენლობით შექმნილი კოლეგია გადაწყვეტს თუ ვის მიანიჭებს სამეფო კარისთვის ასეთ მნიშვნელოვან ტიტულს. როგორც შევიტყვეთ, სწორედ ტიტულისთვის ბრძოლას შეეწირა ბაგრატიონების გახმაურებული სამეფო ქორწინება.

შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ - მუხრანელმა 2009 წლის 8 თებერვალს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, რის შედეგადაც, პატრიარქის ინიციატივით, მოხდა ბაგრატიონების ორი შტოს გაერთიანება. სასულიერო პირები იმაზეც საუბრობდნენ, რომ ეკლესია საქართველოში მონარქიული წყობილების შემოღების მომხრე იყო და ამის აღდგენა მემკვიდრის დაბადებით შესაძლებელი იყო.

თუმცა მას შემდეგ ბევრჯერ მოექცა სამეფო ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მალევე ალაპარაკდნენ, რომ წყვილს პრობლემები ჰქონდა, ამბობდნენ ერთმანეთს დაშორდნენო, ეს ხმები მაშინ გარკვეულწილად მსახიობ შორენა ბეგაშვილსაც დაუკავშირეს, რადგან მან საჯაროდ ილაპარაკა დავითთან სასიყვარულო ურთიერთობაზე. საბოლოოდ, რამდენიმე კონფლიქტისა და შერიგების შედეგად წყვილი ერთმანეთს მაინც დაშორდა. ანა ბაგრატიონისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს და ორი წლის გაშორებული იყო მეუღლესთან, როცა სამეფო ქორწინება შედგა.

2018 წელს ჟურნალ "სითიში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ანა ბაგრატიონ - გრუზინსკისთან", რომელშიც ის ამ ქორწინებაზეც ლაპარაკობს.

ანა ბაგრატიონი შვილებთან ერთად

ჟურნალისტის კითხვას - იყო თუ არა ეს ქორწინება შეცდომა? - ანამ ასე უპასუხა:"არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება. ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა - მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე... ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილ გიორგის დაბადებით".

დღეს ნუგზარ ბაგრატიონ - გრუზინსკის ოჯახი აცხადებს, რომ სამეფო შტოს პირდაპირი მემკვიდრეები არიან და ანა სწორედ ამ ხაზის გამგრძელებელია.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, ის ესპანეთში დაიბადა და გაიზარდა და შემდეგ გადმოვიდა საქართველოში საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, ბაგრატიონთა ამ ორ შტოს შორის დავა მათ ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

დავა სამეფო ტიტულისთვის მას შემდეგ მიდიოდა, რაც ემიგრაციაში, კერძოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ესპანეთში მცხოვრებმა თავადიშვილებმა, გიორგი და ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელებმა ჩამოაყალიბეს სამეფო კარი და აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ სამეფო კარის მემკვიდრეები, ამ სტატუსით მოქმედებნენ და სწორედ ეს იყო დაპირისპირების მიზეზი. ბაგრატიონ-გრუზინსკები ამ ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მუხრანელი ბაგრატიონები არასამეფო განშტოების წარმომადგენლები იყვნენ და სწორედ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკია ჭეშმარიტი მემკვიდრე ამ ხაზის.

როგორც ჩანს, როცა პატრიარქთან ამ ქორწინებაზე დაიწყო ლაპარაკი, მხარეები ფიქრობდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ დავას წერტილი დაესმებოდა და ორი ოჯახის დაქორწინების შემდეგ აღმოიფხვრებოდა უთანხმოება.

იმასაც ამბობენ, წყვილის დაქორწინებამდე პატრიარქთან ამ საკითხზე არაერთხელ იყო მსჯელობა. იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ