ავტორი:

როგორ უმჯობესდება საქართველოში მომსახურების ხარისხი და რატომ გაიზრდა რესტორნებში კერძების ულუფები

როგორ უმჯობესდება საქართველოში მომსახურების ხარისხი და რატომ გაიზრდა რესტორნებში კერძების ულუფები

საქართველო მომსახურების მაღალი ხარისხით რომ ვერ იამაყებს, ახალი ამბავი არაა. სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორებს ასახელებენ. თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტროლის არქონაა. ქვეყანაში არ არსებობს კერძო თუ სახელმწიფო ორგანო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მომსახურების ხარისხს გადაამოწმებს. თითოეულ მიმართულებაში შეიძლება არსებობდეს კონტროლის გარკვეული ორგანოები, თუმცა ისინი ამოწმებენ არა უშუალოდ მომსახურების ხარისხს, არამედ იმ მიმართულებისთვის სპეციფიკურ საკითხებს.

ხარისხის კონტროლის ერთ-ერთ კრიტერიუმად შეიძლება ჩაითვალოს ISO სერთიფიცირება, რომლის მიღებაც ნებაყოფლობითია და რეალურად, ბაზრის სრულ კონტროლსა და მონიტორინგად ვერ ჩაითვლება.

აღნიშნულ სიტუაციაში კომპანია „ჰოთსეილმა“ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მომსახურების სფეროს კონტროლი დაიწყო. ერთი მხრივ, კომპანია საკუთარი მომსახურების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ზოგადი მდგომარეობის კონტროლის მექნიზმსაც აყალიბებს.

კონტროლი ხორციელდება მომხმარებლების გამოკითხვისა და მისტიური მომხმარებლების გამოყენებით. მომსახურების სხვადასხვა სფეროს გადამოწმება ხდება. ამ დროისთვის კი რესტორნებისა და კაფე-ბარების შემოწმების შედეგები უკვე ცნობილია. ამოწმებენ გარემოს, სამზარეულოს, სისუფთავეს, კერძების ხარისხსა და მომსახურე პერსონალის კეთილგანწყობას. შემოწმება გასულ წელს დაიწყო და შემოწმდა 75 კვების ობიექტი. მათგან 35-ში აღმოჩნდა დარღვევები. ძირითადი დარღვევები ეხებოდა დაბალი ხარისხის სერვისსა და მცირე ზომის ულუფებს. კვების ობიექტები ფასდაკლების ვაუჩერით მისულ მომხმარებელს სათანადო მომსახურებას არ უწევდნენ. წელს შემოწმდა 77 კვების ობიექტი და მცირე ულუფების პრობლემა აღარ დაფიქისრებულა. შემოწმებული ობიექტების 90%-ში არანაირი პრობლემა აღარ იყო.

„ჰოთსეილის“ მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, მიღებული შედეგებით კმაყოფილები არიან.

„მონიტორინგმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ჩვენ აღმოვფხვერით როგორც დაბალი დონის მომსახურების პრობლემები, ისე პარტნიორი კომპანიებისგან ჩვენდამი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ვაუჩერის წარდგენის გარეშე მომხმარებლებს ფასდაკლებულ მომსახურებას აღარ უწევენ. მნიშვნელოვნად გაიზარდა ულუფების მოცულობაც. მეორე მხრივ, ჩვენ ვეხმარებით პარტნიორ კომპანიებს და მათთვის საინტერესო საკითხებსაც ვრთავთ ჩვენს გამოკითხვაში. მაგალითად, რამდენიმე რესტორანს კითხვები ჰქონდა ცოცხალ მუსიკასთან დაკავშირებით და ჩვენ ამის შესახებაც ჩავატარეთ კვლევა. საერთო ჯამში, ჩვენი მონიტორინგის შედეგად მომხმარებელი იღებს მაღალი დონის მომსახურებას, კომპანიები ატარებენ საკუთარი მომსახურების გარკვეულ კვლევას და საერთო ჯამში, ქვეყანაში მომსახურების ხარისხი უმჯობესდება,“ - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

„ჰოთსეილმა“ ამ ეტაპზე კვების ობიექტების მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა, უახლოეს მომავალში კი იგივე ინფორმაცია მომსახურების სხვა სფეროებშიც ხელმისაწვდომი გახდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი