ავტორი:

18 მარტს „ტექნოპარკი“ PowerPoint Karaoke-ს მე-9 ღონისძიებას უმასპინძლებს

18 მარტს „ტექნოპარკი“ PowerPoint Karaoke-ს მე-9 ღონისძიებას უმასპინძლებს

თბილისში სტარტაპერებისა და საჯარო გამოსვლებით დაინტერესებული პირების საყვარელი მოძრაობა PowerPoint Karaoke მე-9 ღონისძიება გაიმართება.

ამჯერად, PowerPoint Karaoke-ს ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia უმასპინძლებს, პრეზენტაციები კი მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება.

PowerPoint Karaoke „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და საინტერესო ღონისძიებაა. წესების თანახმად, პრეზენტატორებმა პრეზენტაციის თემატიკისა და სლაიდების შესახებ არაფერი იციან და წარდგენის გაკეთება აბსოლუტურად, იმპროვიზირებულად უწევთ.

წარმოიდგინეთ, რომ პრეზენტაცია, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ გაქვთ, სულ რამდენიმე წუთში საინტერესოდ უნდა წარადგინოთ, შემდეგ კი აუდიტორიისგან 3 შეკითხვაც უნდა მოისმინოთ. სწორედ ეს ხდის PowerPoint Karaoke-ს საინტერესოსა და სახალისოს. პრეზენტაციის თემის ღრმა ცოდნა წარმატების განმაპირობებელი არ არის - მთავარია, სპიკერმა პრეზენტაციის დროს იმპროვიზაციის უნარი გამოავლინოს და აუდიტორიის მოწონება დაიმსახუროს.

ღონისძიებაზე პრეზენტაციის ჩატარება ნებისმიერ მურველს შეუძლია, ამიტომ შეგიძლიათ, 28 მარტს „ტექნოპარკში“ მიხვიდეთ და აღმოაჩინოთ, რომ პრეზენტატორის განსაკუთრებული უნარები გქონიათ.

რაც მთავარია, პრეზენტაციების წარდგენა მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი.

PowerPoint Karaoke • Tbilisi-ს ორგანიზატორია Tbilisi Startup Bureau. ღონისძიება მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA- მიერ. ივენთის მასპინძელია ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia.

მოძრაობა 2006 წელს, ბერლინში შეიქმნა. ის ZentraleIntelligenzAgentur-ის პროექტია, რომელიც ხელოვანებსა და მწერლებს აერთიანებს. ღონისძიებები მსოფლიოს ბევრ ქალაქში იმართება.

რატომ PowerPoint Karaoke?

თუ ოფისში მუშაობითა და სტრესული გარემოთი დაიღალეთ, განტვირთვა და ცოტა გართობაც გჭრიდებათ, PowerPoint Karaoke გაძლევთ საშუალებას, მონოტონური ორშაბათი უფრო მხიარულ დღედ აქციოთ.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „თბილისის სტარტაპ-ბიუროს“ თანდამფუძნებლები გური ქოიავა და ჰაიკ ასრიანცი. 18 მარტის ღონისძიებაზე ორგანიზატორები საინტერესო და მხიარულ საღამოს გვპირდებიან.

ივენთის ბმული: https://www.facebook.com/events/2261489834122471/

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება