ავტორი:

ბერა ივანიშვილი ახალ კლიპში ნანუკა გუდავაძეს ოთხჯერ სთხოვს ხელს

ბერა ივანიშვილი ახალ კლიპში ნანუკა გუდავაძეს ოთხჯერ სთხოვს ხელს

რეპერმა ბერა ივანიშვილმა ახალი მუსიკალური კლიპი - "She Said Yes" (მან თქვა - დიახ!) გამოუშვა. მასთან ერთად ვიდეოში მუსიკოსის მეუღლე - ნანუკა გუდავაძე მონაწილეობს.

"ეს მუსიკალური ვიდეო ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის... აღტაცებით გიზიარებთ მას! იმედი მაქვს მოგეწონებათ ყველა უმცირესი დეტალი და ისიამოვნებთ მისი ნახვით ისევე, როგორც ჩვენ ვისიამოვნეთ მისი შექმნით", - წერს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში.

კლიპი ამერიკაშია გადაღებული და მოქმედებაც აშშ-ში ვითარდება. ერთი და იმავე ადგილას, ოთხ სხვადასხვა ათწლეულში მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან 21-ე საუკუნემდე.

წყვილი ოთხ სხვადასხვა ათწლეულში ხვდება ერთმანეთს, განსხვავებულია მათი ჩაცმულობა, გარემო, დეტალები, თუმცა უცვლელია ერთი - წყვილის სიყვარული და ხელის თხოვნის სცენა...

აღსანიშნავია, რომ ბერამ და ნანუკამ ოფიციალური ქორწინება 5 მარტს გააფორმეს. ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის გახმაურებული ქორწილი და ჯვრისწერა ნოემბერში შედგა, თუმცა ხელმოწერის ცერემონია ცოტა ხნის წინ გაიმართა და იგი წყვილმა ვიწრო წრეში აღნიშნა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს